კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბიძინა ივანიშვილს პირადი იარაღის სხვისთვის გადაფორმებაზე უარი ეთქვა

26 ოქტომბერი, 2011

ბიძინა ივანიშვილს პირადი იარაღის სხვისთვის გადაფორმებაზე უარი ეთქვა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბიძინა ივანიშვლის პრესსამდივნოდან აცნობეს.

პრესსამდივნოს ცნობით, უარის მოტივი გახდა ის, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ბიძინა ივანიშვილის პიროვნების იდენტიფიცირება ვერ შეძლო.

„კერძოდ, ბიძინა ივანიშვილს უარი ეთქვა პირადი იარაღის გადაფორმებაზე, რომელზეც სარეგისტრაციო მოწმობა საქართველოს მოქალაქეობის პერიოდში, 2010 წლის 1 ნოემბერს გაიცა. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა, დღის წესრიგში დადგა აღნიშნული იარაღის შენახვის საკითხი. 2011 წლის 21 ოქტომბერს საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა, ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეზე იარაღის გადაფორმების მოთხოვნით შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიმართა. ოთხდღიანი ლოდინის შემდეგ, მივიღეთ დაუსაბუთებელი უარი. მომსახურების სააგენტოს ოფიცერმა განმარტა, რომ გაუგებარია, როგორ არის რეგისტრირებული საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი. მისივე თქმით, ივანიშვილის იდენტიფიკაცია შეუძლებელია. გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შალვა თადუმაძემ განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა გაირკვეს აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის საკითხი“, - ნათქვამია ივანიშვილის პრესსამდივნოს განცხადებაში.

პრესსამდივნო იმედს გამოთქვამს, რომ ეს ფაქტი ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთი პროვოკაციული ქმედების საფუძველი არ გახდება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები