კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მთავარმა პროკურატურამ მალხაზ გულაშვილთან საპროცესი შეთანხმება გააფორმა

27 ოქტომბერი, 2011

მთავარმა პროკურატურამ ქართველი სამართალდამცველების მიერ ძებნილ „ჯორჯიან თაიმსის“ რედაქტორთან მალხაზ გულაშვილთან საპროცესი შეთანხმება გააფორმა.

როგორც „პირველს“ მთავარი პროკურატრიდან აცნობეს, ქართველმა სამართალდამცველებმა მალხაზ გულაშვილი და მისი ვაჟი დავით გულაშვილი 25 ოქტომბერს აზერბაიჯან-საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე აიყვანეს.

„მალხაზ გულაშვილმა დანაშაული სრულად აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა, რის საფუძველზეც მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და სასჯელის სახით თავისუფლების 1 წლითა და 6 თვით აღკვეთა შეეფარდა. დავით გულაშვილის მიმართ კი აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო იქნა გამოყენებული და ის პატიმრობიდან გათავისუფლდა“,- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ცნობისთვის, დავით გულაშვილს გამოძიება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავება.

შეგახსენებთ, რომ მალხაზ გულაშვილი ტელეკომპანია „კავკასიის“ სტუდიაში მომხდარი ინციდენტისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით იძებნებოდა.

შეგახსენებთ ასევე, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ამ დრომდე მამა-შვილი თავს რუსეთის ფედერაციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს აფარებდნენ თავს. 

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები