კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვენეციის კომისიის აზრით, არჩევნებზე ბიომეტრიული მონაცემების გამოყენება ოპტიმალური გამოსავალია

28 ოქტომბერი, 2011

ვენეციის კომისიის მდივან ტომას მარკერტს გრძელვადიან პერსპექტივაში არჩევნების ბიომეტრიული მონაცემების გამოყენებით ჩატარება ყველაზე კარგ და ოპტიმალურ გამოსავლად მიაჩნია.

ამის შესახებ ტომას მარკერტმა 27 ოქტომბერს პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ვებკამერებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიას ყოველთვის აწუხებდა პრობლემა, რომ შესაძლოა, საარჩევნო უბნებზე კამერების არსებობას გამოეწვია ამომრჩეველთა სიფრთხილე და შეშინება.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, გარკვეული ხარვეზები არსებობდა წარსულში მარკირებასთან დაკავშირებითაც. ტომას მარკერტს მიაჩნია, რომ სავარაუდოდ, სხვა მიდგომები და გზები უნდა გამოინახოს იმ საკითხების მოსაგვარებლად, ვისთვისაც ეს კამერები და თუნდაც მარკირება არსებობდა.

„გრძელვადიან პერსპექტივაში ალბათ, ბიომეტრიული მონაცემების გამოყენება იქნებოდა ყველაზე კარგი და ოპტიმალური გამოსავალი, მაგრამ ამას ალბათ, დრო სჭირდება და ვერ მოესწრება უახლოესი არჩევნებისთვის“, - დასძინა ტომას მარკერტმა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები