23:15, Sunday, 27.09.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

დრანდის ციხეში ქართველი პატიმარი სასტიკად ცემეს

28.10.2011
არაღიარებული აფხაზეთის დე ფაქტო პოლიციელებმა დრანდის ციხეში ქართველი პატიმარი მალხაზ ოყუჯავა სასტიკად ცემეს.

როგორც „პირველს“ გალის რაიონიდან აცნობეს, ცემის მიზეზი ოყუჯავას ყოფილი პროფესია გახდა.

„ოყუჯავა ომამდე პოლიციაში მუშაობდა, ომის შემდეგ კი - გალი-ნაბაკევის მარშრუტზე. ის ახლა სოხუმის საავადმყოფოშია გადაყვანილი“, - განუცხადა „პირველს“ წყარომ.

შეგახსენებთ, რომ ოყუჯავა გალის პოლიციამ ორი თვის წინ აიყვანა და წინასწარი ორთვიანი პატიმრობის გაუთვალისწინებლად დრანდის ციხეში გადაიყვანა.

დრანდის ციხე პატიმრების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით მოპყრობითაა ცნობილი.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: Mircea
2012-01-23 09:39
That's a posting full of ingshit!
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დაკარგეთ თუ არა სამსახური?
დიახ არა

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC