05:01, Friday, 18.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები თანამდებობებიდან გადააყენეს

31.10.2011
28 ოქტომბერს თბილისის საკრებულოს სხდომაზე თანამდებობებიდან გადააყენეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი ვიქტორ დოლიძე, რომლებიც დედაქალაქის სათათბირო ორგანოში ოპოზიციურ  პარტიას - „თავისუფალ დემოკრატებს" წარმოადგენენ.

საკითხს მხარი დაუჭირა საკრებულოს 38-მა დეპუტატმა. წინააღმდეგ არავინ წასულა, რადგან საკითხების განხილვამდე ოპოზიციის წევრებმა სხდომა დატოვეს. საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო.

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, არგუმენტები მათი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სრულიად დაუსაბუთებელი და მიუღებელია: „მიგვაჩნია, რომ დღეს საქმე გვაქვს ბოლშევიზმთან და დღევანდელ ბიუროს ხდომაზე კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ქვეყანაში საბჭოთა კავშირია“, – განუცხადა ჟურნალისტებს ზურაბ აბაშიძემ.

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკო ხაჩირიშვილის განცხადებით, აბაშიძისა და დოლიძის თანამდებობიდან გათავისუფლება პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის და ეს მათ ბოლო დროინდელ საქმიანობას არ უკავშირდება: „ეს არის ერთ–ერთი ჩვეულებრივი სამუშაო პროცესთაგანი, როცა საკრებულო იღებს გადაწყვეტილებას ამა თუ იმ თანამდებობის პირის გათავისუფლებაზე. ჩვენ გაცილებით ადრე გავგიჩნდა მათი გათავისუფლების სურვილი. თუმცა ამის გაკეთება ახლაც არაა გვიან. მიგვაჩნია, რომ თბილისში საკრებულოს ნებისმიერი სამსახური ღირსეულად უნდა ართმევდეს თავს დაკისრებულ მოვალეობებს და თბილისელთა პრობლემების მოგვარებაზე იყოს ორიენტირებული. მათ ვერ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობები და, შესაბამისად, ორივენი დატოვებენ აღნიშნულ თანამდებობას“.

„გპირდებით, რომ ეს ყველაფერი ერთ წელიწადში დასრულდება და იმ წითელ დროშას, რომელიც საკრებულოს თავზე ფრიალებს, მე და ზურაბ აბაშიძე ჩამოვხსნით“, - განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, გადაყენების მიზეზად „წლის განმავლობაში ფუნქცია-მოვალეობის სათანადოდ შეუსრულებლობა“ დასახელდა: „ბიუროს სხდომაზე განგვიცხადეს, რომ მე და ვიქტორ დოლიძე ერთი წლის განმავლობაში ხალხის ინტერესებს არ ვემსახურებოდით. რაც დღეს ბიუროს სხდომაზე მოხდა, პოლიტიკურ დევნად შეიძლება, შეფასდეს“.

მარიამ ხურციძე

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC