კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოძისიდან გატაცებულებს ცხინვალში ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს

1 ნოემბერი, 2011

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისიდან გატაცებულ პაატა ჯავახიშვილს და გიორგი გურგენიშვილს ცხინვალის სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები ამ დროისთვის ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან.

„სასამართლო პროცესი როდის გაიმართება, არ ვიცით. ქართველი სამართალდამცავები არანაირ ინფორმაციას არ გვაწვდიან. არც ის ვიცით, დაკავებულთა გათავისუფლების თაობაზე ოსურ მხარესთან მოლაპარაკება მიმდინარეობს თუ არა“, - განუცხადა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს დაკავებული პაატა ჯავახიშვილის ძმამ მამუკა ჯავახიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დუშეთის რაიონის სოფელ ოძისიდან 3 ადამიანი 11 ოქტომბერს გაიტაცეს.  52 წლის პაატა ჯავახიშვილს, 35 წლის გიორგი გურგენიშვილს და კიდევ ერთი პირს, რომლის ვინაობასაც საქართველოს შსს არ აკონკრეტებს, ოსმა სამართალდამცავებმა ე. წ. ადმინისტრაციული საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს. გატაცებულთა ახლობლების თქმით, მათი ოჯახის წევრები ტყეში ფიჩხის შესაგროვებლად იყვნენ წასულები.

ოძისი ახალგორის მოსაზღვრე ბოლო ქართული სოფელია. სოფლიდან ერთ კილომეტრში ახალგორის რაიონის სოფელი ახმაჯი იწყება.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები