კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 68-ე ადგილზე მოხვდა

2 ნოემბერი, 2011

საერთაშორისო ორგანიზაცია Transparency International-ის 2010 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 68-ე ადგილზე მოხვდა. სულ რეიტინგში მსოფლიოს 178 ქვეყნისა და ტერიტორიის მდგომარეობაა შეჯამებული.

ქვეყნებში კორუფციის აღქმის მაჩვენებლი 10-ქულიანი სისტემით არის შეფასებული, რომელშიც 0 ქულა მაღალ კორუფციას ნიშნავს. ამ შკალით საქართველოს 3,8 ქულა მიანიჭეს. საბოლოო შედეგი 7 კვლევის შედეგების მიხედვით არის გამოთვლილი და საზოგადოებაში კორუფციის აღქმას ასახავს.

ანგარიშის მიხედვით, 2009 წლიდან 2010 წლამდე განმავლობაში საქართველოში კორუფციის თავლსაზრისით მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.

ევროპაში კორუფციის ყველაზე დაბალი დონე დანიშია, ყველაზე მაღალი კი - საბერძნეთში. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ჯგუფში კი, სადაც საქართველოც შევიდა, კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალი მაჩვენებლი თურქეთში, ყველაზე მაღალი კი უზბეკეთში დაფიქსირდა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები