კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შსს-ს ეკონომიკური დანაშაულებისთვის დაჯარიმებულ პირთათვის საურავის დაკისრების უფლება მიენიჭა

2 ნოემბერი, 2011

შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოებს ზოგიერთი ეკონომიკური დანაშაულის გამო დაჯარიმებული პირებისთვის საურავის დაკისრების უფლება მიენიჭათ.

შესაბამისი ცვლილება საგადასახადო კოდექსში შევიდა, რომელიც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა. დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოებს უფლება ექნებათ, სამართალდამრღვევ პირს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადაუხდელობისათვის საურავი დააკისრონ. საურავის დაკისრების წესი ფინანსთა და შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით განისაზღვრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს როგორც სამართალდარღვევის საქმის წარმოება, ისე საურავის დაკისრების უფლება შემდეგ სამართალგადაცდომებზე ექნება: პირის მიერ საქონლის ან სატრანსპორტო საშუალების დეკლარირების ან/და გამოცხადების ვადის დარღვევა; საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში ან კონტროლის ზონაში არსებულ შენობა-ნაგებობაში შეღწევა; საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად; ეკონომიკურ საზღვარზე 50 000 ლარამდე ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების გადატანა ან გადმოტანა კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად; ეკონომიკურ საზღვარზე 50 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქარალდების გადატანა ან გადმოტანა კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად; საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ კონტროლის ზონის დატოვება; ზედამხედველობის ქვეშ არსებული საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა; სასაქონლო ოპერაციების პირობების დარღვევა; პირის მიერ საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე ტრანზიტული გადაადგილებისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლის გადატანა ან გადმოტანა კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

მედიანიუსი

ახალი ამბები