კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნანა კაკაბაძე: „ჟურნალისტებო, იგივე ფორმით რატომ არ აქტიურობთ სააკაშვილის პრესკონფერენციაზე?“

3 ნოემბერი, 2011

არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნანა კაკაბაძე ჟურნალისტებს ათ კითხვას უსვამს.

უფლებდამცველი ჟურნაისტებისგან პასუხს ითხოვს,  მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერიას, ვანო მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის და სხვა მაღალი თანამდებობის პირთა პრესკონფერენციებზე აძლევენ თუ არა დამატებითი შეკითხვების დასმის უფლებას და იმ ფორმით რატომ  არ აქტიურობენ მათ პრესკონფერენციებზე, რა ფორმითაც ბიძინა  ივანიშვილის პრესკონფერენციაზე იაქტიურეს.

„მე მინდა გკითხოთ - იცით თუ არა, რომ ჟურნალისტის უპირველესი მოვალეობა ობიექტურობაა? 230 ჟურნალისტიდან რამდენს გქონიათ საშუალება, შეხვედროდით და მწვავე კითხვები დაგესვათ ამ ქვეყნის რომელიმე რეალური მმართველისადმი - მიხეილ სააკაშვილისათვის, გიგა ბოკერიასათვის, ვანო მერაბიშვილისათვის ან ზურაბ ადეიშვილისთვის? გაქვთ თუ არა აღნიშნულ პირებთან ისეთ ღია პრესკონფერენციაზე შეხვედრისა და კითხვების დასმის მოთხოვნილება, როგორც ეს მოხდა ბიძინა ივანიშვილთან? პრეზიდენტის პრესმდივნის ან რომელიმე მინისტრის მიერ მოწყობილი პრეს-კონფერენციისას გაქვთ თუ არა მათთან კითხვების დასმისას „ჩაკითხვის“ ან კითხვის დასმის შემდეგ „გასაუბრების“ გაგრძელების უფლება ან ამაზე პრეტენზია?“ - ნათქვამია ნანა კაკაბაძის მიმართვაში.

კაკაბაძე ასევე ინტერესდება: ოდესმე გასჩენიათ თუ არა პროტესტი (ან მით უმეტეს, გამოუთქვამთ თუ არა)  რომელიმე სამთავრობო დაწესებულებაში შესვლისას  მათი  პირადი ჩხრეკის გამო? და რატომ არ ჰქონდათ 2007 წელს ტელეკომპანია „იმედის“ დარბევასთან დაკავშირებით  ისეთი უკიდურესი და თავგანწირულობამდე მისული პროტესტი, როგორც ამას  ბიძინა ივანიშვილის პრეს-კონფერენციაზე მიკროფონის მოსაპოვებლად აკეთებდნენ?

„ოდესმე გაგჩენიათ სურვილი, მიხეილ სააკაშვილისათვის გეკითხათ, არის თუ არა ის რუსეთის პოლიტიკის გამტარებელი საქართველოში? ნებით ჩააბარა თუ არა ქვეყნის ტერიტორიის 20% რუსეთს? რატომ გადასცა მტრულად გამოცხადებულ ქვეყანას ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე მომგებიანი სფეროები? ოდესმე დაგისვამთ შეკითხვა ქვეყნის პირველი პირისადმი, ვინ იყო 2007 წლის 7 ნოემბერს და 2011 წლის 26 მაისს ქართველი როდიონოვი, ან როდის დაისჯებიან ჩადენილი დანაშაულის ადეკვატურად სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, ზურაბ ვაზაგაშვილის, გიორგი გამცემლიძის და ქუჩაში უდანაშაულოდ  ჩახოცილი სხვა ბიჭების მკვლელები?  როგორც საქართველოს მოქალაქეებს, გაგჩენიათ თუ არა კითხვა, რატომ არიან ხელისუფლებაში და პრეზიდენტთან მეგობრულ ურთიერთობებში გირგვლიანის, ჟვანიასა და სხვათა მკვლელები, ან რატომ არიან ხელისუფლებაში წაგებული ომის „მთავარსარდალი“ და „გენერლები?“ - ნათქვამია ნანა კაკაბაძის განცხადებაში.

მედიანიუსი

ორიგინალი

ახალი ამბები