კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჭორვილელი პედაგოგები ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენას ითხოვენ

3 ნოემბერი, 2011

ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლის – ჭორვილის საშუალო სკოლის მასწავლებლები ბიზნესმენისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას ითხოვენ.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ მისთვის მოქალაქეობის აღდგენის თხოვნას და საქართველოს პრეზიდენტს წერილობით მივმართავთ. მიმართვაზე ხელმოწერები თითქმის დასრულდა. ამ დროისთვის წერილს ხელს აწერს სკოლის 52 თანამშრომელი, მათ შორის - 40 პედაგოგი“, - განაცხადეს ჭორვილის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა.

ამასთან, სკოლის ერთ-ერთ მასწავლებლის, ნონა ტყემალაძის განცხადებით, მათზე სკოლის დირექტორის მხრიდან არის მუქარა;

„სკოლის დირექტორი ხელმოწერების შეჩერებას ითხოვს და ამბობს, რომ ხელმოწერების შეგროვებით მაინც არაფერი შეიცვლება“, - აღნიშნა ნინო ტყემალაძემ.

პალიტრა ტვ.

ვიდეო

 

ახალი ამბები