კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დასხივებული ჯარისკაცები სახელმწიფოსგან ელემენტარულ ყურადღებას ითხოვენ

7 ნოემბერი, 2011

მარიამ ხურციძე

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე რუსი სამხედროების მიერ დატოვებულ სამხედრო ნაწილებში ქართულ საჯარისო ნაწილებს სპონტანურად, ტერიტორიის კომპლექსური შესწავლის გარეშე ასახლებდნენ. არადა, შემდგომში, რამდენიმე სამხედრო ნაწილში რადიაციის კერები აღმოჩნდა. 90-იან წლებში ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში 11 ჯარისკაცმა რადიაციული დამწვრობა მიიღო. ეს ჯარისკაცები ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვენ.

ლილოს სასწაცლო ცენტრში, რომელიც ჯერ თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა, ხოლო შემდეგ საზღვრის დაცვის დეპარტამენტს გადაეცა, რადიაციული დამწვრობა ერთბაშად თერთმეტმა ჯარისკაცმა მიიღო. ამის მიზეზი ერთ-ერთი ჯარისკაცს - პავლე ელიაურის მიერ ნაპოვნი „ცეზიუმის“ კაფსულა აღმოჩნდა. როგორც კვლევა-ძიებისას გაირკვა, სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე თექვსმეტამდე ასეთი კაფსულა იყო მიმობნეული.

პავლე ელიაურის თქმით, სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა, თავდაპირველად, ამ ფაქტის დამალვას შეეცადა, მაგრამ მას შემდეგ, რაც დაზარალებულების მდგომარეობა უკიდურესად გართულდა და სკანდალმა ჟურნალისტების ყურამდე მიაღწია, საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა, დასხივებული ჯარისკაცების საქმე კონტროლზე აეყვანა.

ლილოს სასწავლო ცენტრში დასხივებული 7 ჯარისკაცი გერმანიის, ხოლო 4 საფრანგეთის კლინიკებში გაიგზავნა. იქ ჯარისკაცებს რამდენიმე ძვირადღირებული ოპერაცია ჩაუტარდათ.

ზურაბ ბალამწარაშვილი ერთ-ერთი ჯარისკაცია, რომელმაც 1997 წელს რადიაქტიული დასხივება მიიღო. იმ დროს იგი სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადიოდა დიდი ლილოს ტერიტორიაზე. მოულოდნელად 11 ჯარისკაცს კანზე მრავალი წყლულოვანი დაზიანება აღმოუჩინეს და სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 7 თვის განმავლობაში ექიმები ზუსტ დიაგნოზს ვერ სვამდნენ. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა ჯარისკაცები რუსული სამხედროების დანატოვარი რადიაციული ნარჩენებისგან იყვნენ დასხივებულები.

მას შემდეგ 14 წელი გავიდა. საქართველოში დღემდე არ არსებობს ექიმი, რომელიც სათანადოდ უმკურნალებს ჯარისკაცებს. ისინი სახელმწიფოსგან თითქმის არანაირ დახმარებას არ იღებენ, თუ არ ჩავთვლით ერთჯერად დახმარებებს, რომელიც ანალიზებს და ექიმის კონსულტაციას არ ყოფნის.

ზურა ბალამწარაშვილს 10 ოპერაცია აქვს გაკეთებული საზღვარგარეთ. სამშობლოში კი დახმარებაზე უარს ეუბნებიან. თავის დროზე, მას მდგომარეობა ისე გაურთულდა, ფეხის ამპუტაციას უპირებდნენ, მაგრამ საბედნიეროდ გადარჩა. თუმცა ამის შემდეგ დღემდე სჭირდება ექიმის მუდმივი მეთვალყურეობა, ანალიზები და წამლები.

ზურა ბალამწარაშვილს  თავდაპირველად მეორე ჯგუფის ინვალიდობა მიანიჭეს. 2009 წლიდან კი პირველი ჯგუფის ინვალიდის სტატუსი მიიღო. საქართველოს რომელ კლინიკაშიც არ უნდა მივიდეს, ყველგან იბნევიან როცა იგებენ, რომ დასხივებულია. ექიმებმა არ იციან, ფიზიკურად რა დაუნიშნონ რითი უმკურნალონ. ამ დარგის სპეციალისტები საქართველოში არ არსებობენ! 

2004  წლამდე სამხედრო ძალების ვეტერანობა ჰქონდათ და გარკვეული შეღავათებით სარგებლობდნენ. თუმცა, ზურა ბალამწირაშვილს  და მის მსგავსად დასხივებულ სხვა ჯარისკაცებს, 2004 წლიდან სახელმწიფომ ეს შეღავათიც მოუხსნა.

ჯარისკაცებს სარჩელი ჰქონდათ შეტანილი სასამართლოში ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მათ 4 სამინისტროს უჩივლეს და სასამართლო პროცესი მოიგეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, 11 დასხივებულუ ჯარისკაცის სასარგებლოდ სახელმწიფოს 4 მილიონზე მეტი ლარი უნდა გადაეხადა. დღემდე, ამ თანხის მხოლოდ მესამედია ანაზღაურებული. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს თანხა მათ ძალიან გამოადგათ. თუმცა, ამ ადამიანებს მუდმივად ესაჭიროება ექიმის მეთვალყურება, რასაც შესაბამისი დაფინანსება სჭირდება.

2008  წლიდან ზურა ბალამწარაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებას თხოვს, მაგრამ მას ყურადღებას არ აქცევენ. საინტერესოა, რომ ჯარისკაცი ფულს არ ითხოვს, მიუხედავად იმისა, რომ კვლავ ესაჭიროება ოპერაცია. იგი ამჟამად ითხოვს, რომ პარლამენტმა დააყენოს საკითხი და შექმნას საკანონმდებლო ბაზა, რითაც დასხივებული ადამიანების ჯამრთელობა და სოციალური მდგომარეობა დაცული იქნება. ჯარისკაცი ასევე ითხოვს, ყველა დასხივებულს აღუდგინონ პოლისები. საბოლოო ჯამში, ზურაბ ბალამწარაშვილი სახელწმიფოსგან ელემენტარულ ყურადღებას და
ადამიანურ მოპყრობას ითხოვს.

ახალი ამბები