კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბოკერიას ცოლმა სააკაშვილის ინიციატივას 45-დან 60 წლამდე ადამიანებთან დაკავშირებით „დებილობა“ უწოდა?!

8 ნოემბერი, 2011

„გამაოცა უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას მეორე ნახევრის, თამარ ჩერგოლეიშვილის ექსცენტრიკულმა კრიტიკამ, რაც მიხეილ სააკაშვილის ახალ ინიციატივას ეხებოდა - როგორც მოგეხსენებათ, პრეზიდენტმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ვინც 45-წლიდან 60 წლამდე ასაკის ადამიანებს დაასაქმებს, საშემოსავლო გადასახადებისგან გათავისუფლდებაო...“ - წერს გაზეთი „კვირის პალიტრა“ სტატიაში სათაურით "კრიტიკა მხოლოდ უგუნურს ეჩვენება მტრობად" / საქართველო დაღუპეს "ყოვლისმცოდნე" ადამიანებმა" / "ბოკერიას ცოლმა სააკაშვილის ახალ ინიციატივას დებილობა უწოდა?!"

„ეს ინფორმაცია ჯერ „თავისუფლების ინსტიტუტის“ იდეოლოგმა და სულისჩამდგმელმა ლევან რამიშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გამოაქვეყნა, შემდეგ რამიშვილის პათოსი გიგა ბოკერიას მეუღლემ და ჟურნალ „ტაბულის“ რედაქტორმა გაიზიარა და თავის გვერდზეც განათავსა გამაოგნებელი კომენტარით: „ეს რა დებილობაა?! თუ ნებისმიერი ბიზნესი, ნებისმიერი თქვენგანი სამსახურში 45-დან 60 წლამდე ადამიანს აიყვანს, გარკვეულ ფარგლებში გათავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადისგან“. რასაკვირველია, ქალბატონ ჩერგოლეიშვილს თანამოაზრეებიც უმალ გამოეხმაურნენ და სააკაშვილს მწარედ დასცინეს, სტატუსს კი ზომაზე მეტი „დამლაიკებელი“ გამოუჩნდა. ბოლოს კი, როცა ერთ-ერთმა ფეისბუკელმა „მაღალსა“ და კადაფის შორის პარალელი გაავლო, სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მდივნის მეუღლემ უხერხულობა იგრძნო და სტატუსი კომენტარებიანად ააორთქლა, მაგრამ გვერდის ასლის შენახვა მაინც მოვასწარი“, - წერს სტატიის ავტორი.

„სააკაშვილის ინიციატივა ნამდვილად სასაცილოა. თუ ხელისუფლების წევრები დებილებს ეძახიან ერთმანეთს, ეს მათი პრობლემაა. 45-დან 60-წლამდე თაობა ადრე „ჩარეცხილი“ იყო. ახლა კი ხელისუფლება ცდილობს, ამ ასაკის ადამიანებს იმაზე უკეთესად მოაჩვენოს თავი, ვიდრე სინამდვილეშია. რა გამოდის? თუ ადრე ასაკობრივ კატეგორიაზე მხოლოდ დისკრიმინაციულ გამონათქვამებს სჯერდებოდნენ, ახლა კანონით მოინდომეს ასაკობრივი დისკრიმინაციის გამომხატველი ცენზის დაწესება. ასეთი პრეცედენტი მსოფლიო ისტორიაში არ არსებობს! მაინტერესებს, საგადასახადო კოდექსში სიტყვასიტყვით ჩაწერენ, რაც პრეზიდენტმა ბრძანა?! პირებს, რომლებიც ამ ინიციატივის გახმაურებისას პრეზიდენტს გვერდს უმშვენებდნენ, კარგად ესმოდათ, რა წარმოუდგენელ სისულელეზე იყო ლაპარაკი. მაგრამ ქვეყნის თავკაცს მაინც ყველა დაეთანხმა - სიმართლე გითხრათ, ეს უფრო შემაშფოთებელი იყო. რატომღაც მგონია, რომ ეს ინიციატივა კანონში არ აისახება“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი გია ხუხაშვილი“.

ინტერპრესნიუსის პრესის მიმოხილვიდან
31.10.2011

ახალი ამბები