კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოხალისე ჯაშუში

1 ნოემბერი, 2011

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში ვახტანგ მაისაიას საქმის თაობაზე

საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი პოლიტოლოგი და სამხედრო ექსპერტი, ნატოში საქართველოს წარმომადგენლობის ყოფილი კონსული ვახტანგ მაისაია 2009 წლის 5 მაისს დააკავეს ე.წ. მუხროვანის აჯანყებასთან დაკავშირებით რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით. მის დაკავებას, სასამართლო პროცესებს და ზოგადად აღნიშნულ საქმეს საზოგადოების საკმაოდ ფართო გამოხმაურება მოყვა. ქართული არასამათავრობო ორგანიზაციები ეჭვქვეშ აყენებენ მის ბრალდებებს სამშობლოს ღალატსა და ჯაშუშობაზე.

ჩვენ ანგარიშში შევეცადეთ, ნათელი მოგვეფინა აღნიშნული საქმისათვის. ჩვენი მიზანი არაა, გავაბათილოთ ან დავადასტუროთ ვახტანგ მაისაიას ბრალეულობა; არამედ ჩვენ ვცდილობთ, წარმოგიდგინოთ საქმეში არსებული ურთიერთგამომრიცხავი დეტალები, რომელიც საზოგადოების ფართო ფენისთვის უცნობია.

ძალიან რთული იყო საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვება. მთელ სასამართლო პროცესს და საქმის მასალებს ედო „გრიფით - საიდუმლო“ სტატუსი და ყველანაირი საჯარო ინფორმაცია იყო დაბლოკილი. პატიმარმა თავად დაწერა რამდენიმე წერილი, სადაც აღწერა მისი დაკავება, პატიმრობა, სასამართლო პრცესები, მტკიცებულებები და ციხეში არსებული სიტუაცია. ამ წერილების საშუალებით, რომლებიც მოგვაწოდა მისმა ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ, შევძელით, დაგვეხატა სურათი, თუ როგორ გამოიყურება ეს უკიდურესად ურთიერთგამომრიცხავი საქმე.  

http://humanrights.ge/admin/editor/uploads/pdf/maisaia.pdf

ახალი ამბები