08:02, Monday, 06.04.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ზუგდიდის საპყრობილესთან მოკლული პატიმრის ცხედარი მიიტანეს

09.11.2011

ნანა ფაჟავა, presage.tv

ზუგდიდის № 4 საპყრობილეში 31 ოქტომბერს მოკლული პატიმრის, 42 წლის მურმან კალანდიას ცხედარი ოჯახის წევრებმა 8 ნოემბერს იმ დაწესებულების წინ მიიტანეს, სადაც გარდაცვლილი სასჯელს იხდიდა.

პროტესტის ამ ფორმით კალანდიას ნათესავები პატიმრის გარდაცვალების რეალური მიზეზის შესახებ  ოფიციალური ინფორმაციის მიღებას უშედეგოდ ცდილობდნენ. მოკლულის ოჯახი დაწესებულების ხელმძღვანელის, ამირან ჯანაშიასა და ციხის ექიმის დასჯასაც მოითხოვდა.

მედეა კალანდია ძმის გარდაცვალებას ცემის დროს მიყენებულ ტრამვებს უკავშირებს: „ჩემს ძმას წამების კვალი ეტყობა. მას სისხლჩაქცევები და მოტეხილობები მთელ სხეულზე აღენიშნება. ზურგის არეში სიგარეტის ნამწვავის კვალია. მოტეხილი აქვს ხელის თითები. არაადამიანურად არის ნაწამებია ჩემი ძმა და ციხის ადმინისტრაციას განმარტებების გაკეთებაც არ უნდა. ძმის სამოსსაც ვერსად მივაკვლიეთ. ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროდან სრულიად შიშველი ადამიანი გამომაყოლეს. იქ ერთმა გამომძიებელმა მითხრა, რომ ტანსაცმელზე სისხლის კვალი იყო და ექსპერტიზიას გადავეციო. უცხო ადამიანებისგან ისიც შევიტყვეთ, რომ ჩემი ძმა ორი დღის განმავლობაში კარცერში ჰყავდათ. სხვა ინფორმაცია არ გვაქვს“.

მურმან კალანდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ინფორმაციით პატიმარი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალურ ავტომანქანაში მაშინ გარდაიცვალა, როცა ის ქსნის დაწესებულებაში გადაჰყავდათ. მეორე ვერსიით პატიმარი ზუგდიდის ციხეში მოკლეს და ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში ცხედარი სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაიტანეს.

გარდაცვლილის ოჯახმა დახმარებისთვის სახალხო დამცველსაც მიმართა. ტუღუშის უწყების თანამშრომლებმა  მომხდარზე ზუგდიდის ციხეში მოკვლევა უკვე განახორციელეს, თუმცა ჟურნალისტებთან საუბარი გამოძიების დასრულებამდე არ ისურვეს.

„პრესაგე.ტვ“-ს ინფორმაციით კალანდიას მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაკავებულია ციხის რამდენიმე თანამშრომელი.

მურმან კალანდია 3-წლიან  სასჯელს ქურდობისთვის იხდიდა. სასჯელაღსრულების დაწესებულება მას  2012 წლის აპრილში უნდა დაეტოვებინა. კალანდია ზუგდიდში 8 ნოემბერს დაკრძალეს.

presage.tv-ს ფოტო

ორიგინალი/ვიდეო

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

აპოკალიფსი არ იქნება
  ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მიუხედავად, სწორედ ახლა არის დრო, როცა საქართველოში პასუხისმგებლიანი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება შეგვიძლია, რამაც მნიშვნელოვნად უნდა
ვრცლად...
საგანგებო მდგომარეობის გავლენა საპარლამენტო არჩევნებზე
შშმ მსჯავრდებულთა უფლებები პენიტენციურ დაწესებულებაში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC