კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ედუარდ გარდნერი: „საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა გაზრდილი საგარეო ვალია“

9 ნოემბერი, 2011

საქართველოს წინაშე არსებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა გაზრდილი საგარეო ვალია. ამის შესახებ 9 ნოემბერს თბილისში მყოფმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა, ედუარდ გარდნერმა 9 ნოემბერს განაცხადა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რეგიონში არსებული ოქტომბრის ეკონომიკური მდგომარეობა შეაფასა.

გარდნერის განცხადებით, საგარეო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 40 პროცენტს აღწევს. მისივე თქმით, საქართველოს მდგომარეობას ამსუბუქებს ის ფაქტი, რომ ქვეყანას ძირითადად ვალები აღებული აქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან.

გარდნერის თქმით, ვალის მაჩვენებელი დღეისთვის არ არის კრიზისული, თუმცა აუცილებელია ყურადღების გამახვილება.

სავალუტო ფონდის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ ბიზნესგარემოს თვალსაზრისით საქართველოს რეგიონის ქვეყნებთან შედარებით უკეთესი პოზიცია უკავია.
ამასთან, ერთ-ერთ გამოწვევად ედუარდ გარდნერი ქვეყანაში არსებულ უმუშევრობას ასახელებს.

„ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, ეს ვერ აისახება უმუშევრობის დონეზე“, - აღნიშნა გარდნერმა.

მისივე თქმით, საქართველოს საზოგადოების განათლების დონე მაღალია. თუმცა მათ არა აქვთ ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისი უნარ-ჩვევები.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის თქმით, საქართველოში ინფლაციის საკითხი ამ ეტაპზე ნაკლებად აქტუალურია. შედარებით მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა ზაფხულში და სამომხმარებლო კალათაზე ძირითადი გავლენა მოახდინა სურსათზე მაღალმა ფასებმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოში 2012 წელს ინფლაციის მაჩვენებელი 5 პროცენტზე დაფიქსირდება.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობისთვას აძლევს - სსფ-ს მიაჩნია, რომ ქვეყანაში უნდა გაუმჯობესდეს კონკურენტუნარიანობა, შენარჩუნდეს გაცვლითი კურსის მოქნილობა და განხორციელდეს ინფრასტრუქტურული პროექტები.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები