კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნები ნატოსთვის მნიშვნელოვანი ინდიკატორი იქნება

10 ნოემბერი, 2011

ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი მიიჩნევს, რომ საქართველოში მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნები ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების სიმყარის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი და მნიშვნელოვანი ინდიკატორი იქნება.

აღნიშნული განცხადება რასმუსენმა დღეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელზეც ყურადღება სწორედ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

რასმუსენის განცხადებით, „საქართველოს წარმატების საფუძველი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებაა და ხალხს თანამედროვე დემოკრატიაში ცხოვრება სურს“.

მისივე თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც სწორედ დემოკრატიულ ფასეულობებს ეფუძნება.

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ამ თვალსაზრისით მისთვის პარლამენტში გამართული შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, რომელზეც მან დავით ბაქრაძესთან კანონის უზენაესობის გამყარებაზე, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და გამოწვევებზე ისაუბრა.

რასმუსნემა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის დემოკრატიული კუთხით მნიშვენლოვანი როლი სწორედ პარლამენტს ენიჭება.

„მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების სიმყარის მნიშვნელოვანი ინდიკატორი იქნება. მე ველი, რომ საქართველო ნატო-ს ძლიერი წევრი გახდება, როგორც ამაზე ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე შევთანხმდით“, - განაცხადა რასმუსენმა.

9 ნოემბერს ანდერს ფოგ რასმუსენი და მასთან ერთად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ელჩები დახურულ ფორმატში პარლამენტის წევრებს შეხვდნენ.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები