კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

VATAN: „საქართველოში თურქ ბიზნესმენებს ხაფანგში იტყუებენ და მსხვილ თანხებს სთხოვენ“

10 ნოემბერი, 2011

თურქული გამოცემა Vatan-ის ინფორმაციით, „საქართველოში თურქ ბიზნესმენებს ხაფანგში იტყუებენ და მსხვილ თანხებს სთხოვენ“.

გამოცემის კორესპონდენტი არიფ ტაშკინი ქართველ პოლიციელებს თურქი ბიზნესმენების ავტომანქანაში ნარკოტიკების ჩადებასა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ დიდი თანხის გამოძალვაში ადანაშაულებს.

მისივე მტკიცებით, „ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში სხვადასხვა ბრალდებებით დაახლოებით 100 მეწარმე იქნა დაკავებული და მათგან 33 მხოლოდ მაშინ გაათავისუფლეს, როდესაც საქმეში პრემიერ-მინისტრი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ჩაერთო“.

„საქართველოში თურქული ოჯახების დახმარებისა და ერთობის კავშირის თავმჯდომარე ნურიე კაპატოღლუ აღნიშნავს, რომ ქართველი პოლიციელები მათ ტვირთში ნარკოტიკებს დებენ. ამჟამად ქართულ ციხეებში 62 თურქი იმყოფება, რომელთა უმრავლესობა უდანაშაულოა“, - ნათქვამია სტატიაში.

მასში ასევე მოყვანილია ერთ-ერთი ბიზნესმენის ორხან აქსის ისტორია, რომელმაც საქართველოში სამი ციხის აშენებაში 100 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩადო და ამჟამად ერთ-ერთში თავად იმყოფება.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები