კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოს საარჩევნო კოდექსის დახვეწის აუცილებლობაზე საუბრობს

11 ნოემბერი, 2011

ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოს საარჩევნო კოდექსის დახვეწის აუცილებლობაზე საუბრობს. ამის შესახებ რასმუსენმა ბათუმში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ კიდევ ერთხელ ჩამოვედი საქართველოში, რამდენჯერმე ჩამოვსულვარ, თუმცა ესაა პირველი ვიზიტი ბათუმში. უნდა ითქვას, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ 8 წელი გავიდა და ამ პერიოდში ვხედავთ, რომ თქვენ ბრწინვალე, შთამბეჭდავი პროგრესი აჩვენეთ მრავალ სფეროში, როგორიცაა სიტყვის თავისუფლება, დემოკრატიის განვითარების პროცესები, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არის მიღწევები, რომლითაც უნდა იამაყოთ და ამაყობს საქართველო. საქართველო გახდა ძალიან მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. თქვენ ხართ მეორე ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი ნატო-ს არაწევრი ISAF-ის ოპერაციაში და მომავალ წელს თქვენ ყველაზე დიდი გახდებით. შესაბამისად, თქვენ ყოველგვარი სხვა დათქმისა და შეზღუდვის გარეშე აიღეთ ვალდებულება, საქართველოს იქ წარმომადგენლობა გახდეს უფრო მნიშვნელოვანი. ასევე მივესალმები თქვენს ვალდებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ გამოიყენოთ ძალა. ნატო-ს პოზიცია საკმაოდ ნათელია ამ მიმართებით. ეს რეგიონეი საქართველოს შემადგენლობაში დარჩებიან, მაგრამ ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ კონფლიქტების მოგვარების ერთადერთი გზა არის დიალოგი და არა კონფრონტანცია. საქართველომ გრძელი გზა გაიარა ამ 8 წლის განმავლობაში და დიდ პროგრესს მიაღწიეთ, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ იმაზე, რომ უნდა დაიხვეწოს საარჩევნო რეფორმების მხრივ საქმიანობა, საარჩევნო კოდექსი ისეთი უნდა იყოს, რომ ყველა ამომრჩეველს თანაბარი მონაწილეობის გარანტია მიეცეს. ასევე აუცილებელია, ამაღლდეს პოლიტიკური კულტურა, რომელიც შესაბამისად, პატივს სცემს უმცირესობების მოსაზრებებს და გარდა ამისა, სიტყვის თავისუფლება, სასამართლო სისტემის თავისუფლება გარანტირებული უნდა იყოს“, - განაცხადა რასმუსენმა და კიდევ ერთხელ დასძინა, რომ „საქართველო ნატო-ს წევრი გახდება“.

„ბუქარესტის სამიტზე მხარი დავუჭირე იმას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ამ გადაწყვეტილებას დღესაც მხარს ვუჭერ. ჩვენ ვსაუბრობთ პროგრესზე, რასაც თქვენ მიაღწიეთ რეფორმირების კუთხით და თქვენ ამავე დროს აღწევთ პროგრესს ნატო-სთან დაახლოების გზაზე. დღეს უფრო ახლოს ხართ ნატო-სთან ვიდრე 3 წლის წინ და ეს რეფორმების წყალობით, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ  გაწევრიანების გზის გავლა კონკრეტული ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს“, - აღნიშნა რასმუსენმა.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები