კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გვანცა ყუფარაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

11 ნოემბერი, 2011

11 ნოემბერს სასჯელაღსრულების ქალთა #5 დაწესებულებიდან პატიმარი გვანცა ყუფარაძე გათავისუფლდა. მის გათავისუფლებას სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ოჯახის წევრები და ახლობლები ელოდნენ.

როგორც გვანცა ყუფარაძემ განაცხადა, "თავისუფლების პირობებში უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელებს სწავლას, სადაც პატიმრობის დროს ჩააბარა".
მისივე თქმით, უდანაშაულოდ იჯდა ციხეში და იმედი აქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო მისი უდანაშაულობის საკითხს დაადასტურებს და სიმართლე გაირკვევა.

გვანცა ყუფარაძემ 5-წლიანი სასჯელი პატიმრობაში მოიხადა და 5 წლით პირობითი პატიმრობა აქვს მისჯილი. იგი 5 წლის განმავლობაში პრობაციონერი იქნება.

საქმე ეხება 2006 წლის 14 ნოემბერს მომხდარ დანაშაულს, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, #12 სკოლის ტერიტორიაზე, სადაც დაიჭრა გვანცა ყუფარაძის თანაკლასელი თორნიკე ტყემალაძე. გვანცა ყუფარაძეს მსჯავრად დაედო თორნიკე ტყემალაძის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა, სასჯელის ზომად მიესაჯა 5-წლიანი პატიმრობა თავისუფლების აღკვეთით და 5-წლიანი პირობითი პატიმრობა. ყუფარაძემ დანაშაული არ აღიარა და განაცხადა, რომ ტყემალაძე მის თვალწინ უცნობმა პირებმა დაჭრეს.

ამასთან, როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, სიმართლის დადგენა ვერ მოხერხდა, ვინაიდან ხელისუფლების წარმომადგენლები, კონკრეტულად კოტე კუბლაშვილი დაზარალებულ ტყემალაძეს მფარველობდა.

„მობილურებთან დაკავშირებით ახალგაზრდებში მიმდინარეობდა საქმის გარჩევა, ტყემალაძე დამნაშავე იყო ამ საქმეში და მას არ უნდოდა სიმართლის დადგენა, თავმდამსხმელი ბიჭების დასახელება. აქედან გამომდინარე დაასახელს გვანცა ყუფარაძე, რომელიც შეესწრო აღნიშნულ ინციდენტს“, - აღნიშნა წულუკიანმა.

ინტერპრესნიუსი

ყუფარაძის საქმესთან დაკავშირებით იხ. უფლებადამცველების განცხადება

ახალი ამბები