კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსეთი არაღიარებულ აფხაზეთს ერთ პატარა სოფელს არ უთმობს

11 ნოემბერი, 2011

რუსულმა და აფხაზურმა მხარეებმა გაგრის რაიონის სოფელ აიბღაზე შეთანხმება ვერ შეძლეს. ამის შესახებ სააგენტო „აპსნი პრესი“ იუწყება.
 
ამ საკითხს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიის სხდომაზე განიხილავდნენ, რომელიც სოხუმში სამ დღეს მიმდინარეობდა.

აფხაზურმა მხარემ რუს კოლეგებს წარუდგინა დოკუმენტი „აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის მდინარე ფსოუზე სახელმწიფო საზღვრის და სოფელ აიბღას აფხაზური მხარისთვის კუთვნილების შესახებ აფხაზეთის კომისიის არგუმენტაცია“.
 
მხარეები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია, „დაზუსტდეს სოფელ იაბღასთან სახელმწიფო საზღვრის მდებარეობა“. ისინი, ასევე, თანახმანი არიან, სოფლის მოსახლეობას დაუბრკოლებელი გადაადგილების საშუალება მისცენ. უნდა შეიქმნას ექსპერტთა ჯგუფები, რომლებიც საზღვაო სივრცის გამიჯვნაზე იმუშავებენ.

სამდღიანი მუშაობის შემდეგ მხარეებმა პროტოკოლიც გააფორმეს, რომელშიც მოლაპარაკებების გაგრძელების აუცილებლობა დაფიქსირდა. რუსულმა მხარემ აფხაზურ კომისიას ორი შეთანხმების პროექტი გადასცა - „რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის“ და „შავ ზღვაში საზღვაო სივრცის გამიჯვნის“ შესახებ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები