კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„თავისუფალი დემოკრატები“ ე.წ. ატსტუპნიკებისთვის დავების მორიგების საქმეში ვადის დაცვის ვალდებულების მოხსნას მიესალმებიან

11 ნოემბერი, 2011

„თავისუფალი დემოკრატები“ მიესალმებიან ხელისუფლების გადაწყვეტილებას, „ატსტუპნიკებისა“ და მესაკუთრეებისთვის დავების მორიგების საქმეში ვადის დაცვის ვალდებულების მოხსნის თაობაზე.

როგორც პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რამდენიმე დღის წინ, კერძოდ 6 ნოემბერს, პარტიის წარმომადგენელთან პარლამნტში, გია ცაგარეიშვილთან შვიდთვიანი კონსულტაციების შემდეგ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი თქვა ვადის გადაწევაზე და მხოლოდ სასამართლო ბაჟისგან გათავისუფლებაზე დათანხმდა, თუმცა გუშინ, მათ არა თუ „თავისუფალი დემოკრატების“ მოთხოვნის დაკმაყოფილება გადაწყვიტეს, არამე სრულიად გაათავისუფლეს „ატსტუპნიკები“ ვადის დაცვის ვალდებულებისგან.

წულუკიანის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით 2012 წლის 1 იანვარს რამდენიმე ათასი თანამოქალაქე ქუჩაში აღარ აღმოჩნდება.

„ჩვენ მივესალმებით „ნაციონალური მოძრაობის“ ამგვარ მიდგომას ოპოზიციის შეთავაზებებისაგან და მოვუწოდებთ მათ, თავიანთ პოლიტიკურ აზროვნებაში მსგავსი კულტურის განმტკიცებისკენ“, - აღნიშნა წულუკიანმა.

მიმდინარე წლის აპრილში, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ პარლამენტში შეიტანეს საკანონმდებლო ინიციატივა „ატსტუპნიკებისათვის“ ბინების დაცლის ვადის 2012 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 15 იანვრამდე გადატანის მოთხოვნით.

10 ნოემბერს კი, ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტში განსახილველად შევიდა კანონპროექტი, რომლითაც გაუქმდება ის შეზღუდვა, რომელიც მხარეებს საკითხის გადაჭრის ბოლო ვადად 2012 წლის 1 იანვარს უწსებს.

თბილისის მერმა, გიგი უგულავამ კანონპროექტით გათვალისწინებული დეტალები საზოგადოებას, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდიასთან, პარლამენტარებთან: არჩილ გეგენავა და ანდრო ალავიძე და თბილისის საკრებულოს წევრ სევდია უგრეხელიძესთან ერთად გააცნო.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები