კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები სამხრეთ ოსეთში არჩევნების ჩატარების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ

14 ნოემბერი, 2011

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ე.წ. სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. 

„მივიჩნევთ, რომ აღნიშნული არჩევნები უკანონოა, ხოლო მის შედეგებს არ ძალუძს არსებითი ცვლილებები შეიტანოს ლეგიტიმურ პოლიტიკურ სივრცეში როგორ ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ვიდრე ცხინვალის რეგიონიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილ ათასობით ადამიანს არ მიეცემა შესაძლებლობა დაუბრუნდეს საკუთარ სახლ-კარს და მონაწილეობა მიიღოს რეგიონის სოციალ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ნებისმიერი პროცესი, მათ შორის არჩევნები, მოკლებული იქნება კანონიერ საფუძვლებს და ვერ განსაზღვრავს ცხინვალის რეგიონისა და მისი მოსახლეობის მომავალს“, - ნათქვამია „კოალიცია სამართლიანობისთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების ავტორები ასევე გამოთქვამენ რწმენას, რომ საერთაშორისო საზოგადოება ადეკვატურ შეფასებას მისცემს ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, როგორც კრიმინალური რეჟიმის მიერ ეთნიკური წმენდის შედეგების ლეგიტიმაციის კიდევ ერთ მცდელობას და არ სცნობს ე.წ. არჩევნების ლეგიტიმურობას და შედეგებს.

„ასევე, მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დევნილების უპირობო და ღირსეული დაბრუნებისათვის საკუთარ სახლებში. მიგვაჩნია, რომ არსებული სტატუს კვო კიდევ უფრო ამძიმებს როგორც დევნილთა, ისე ცხინვალის რეგიონში ამჟამად მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობას, სადაც ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთი უმძიმესი მდგომარეობაა", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც 30 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო აღჩევნები გუშინ, 13 ნოემბერს გაიმართა. პირველ ტურში ხმათა 50%-ზე მეტი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა, რის გამოც მეორე ტური უნდა გაიმართოს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები