კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დარიალის ხეობა მდინარე თერგის გარეშე დარჩება

16 ნოემბერი, 2011
დარიალის ხეობაში „დარიალი ჰესის“ მშენებლობა და ოპერირება ხეობას და მის ეკოსისტემას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. ეს დასკვნა არასამთავრობო ორგანიზაციებმა -„მწვანე ალტერნატივამ“ და „სტეფანწმიდამ“ „დარიალი ჰესის“ პროექტის „ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების“ ანგარიშის განხილვის შემდეგ გააკეთეს.

„პროექტი ითვალისწინებს 8 კმ სიგრძის მონაკვეთზე მდინარის წყლის უდიდესი ნაკადის (90 პროცენტის) სადერივაციო არხსა და გვირაბში გადაგდებას. სულ 11 კმ სიგრძის დარიალის ხეობის 8 კმ-იან მონაკვეთზე მდინარეში დარჩება მხოლოდ საშუალო მრავალწლიური ხარჯის 10 პროცენტი. პროექტი აბსოლუტურად შეცვლის დარიალის ხეობის ლანდშაფტს, რის გამოც ის დაკარგავს ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ - ეთნოგრაფიულ და ტურისტულ ფასეულობას. პროექტს ასევე ექნება ძალზე მნიშვნელოვანი შეუქცევადი ზეგავლენა „წითელ წიგნში“ შეტანილ სახეობაზე, ნაკადულის კალმახზე და მდინარე თერგში ამ პოპულაციის გაქრობას გამოიწვევს,“ - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციებში.

110 მეგავატი დადგმული სიმძლავრის დარიალიჰესი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რუსეთ-საქართველოს საზღვართან, მდინარე თერგის მარჯვენა ფერდზე, მდინარე ყუროს და ხდის წყალს შორის შენდება. ჰესს შპს „დარიალ ენერჯი“ აშენებს. ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაში 120 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაიდოს. ჰესი ექსპლუატაციაში 2014 წელს უნდა შევიდეს. დარიალიჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას ზამთარში საქართველო მოიხმარს, ზაფხულში კი ელექტროენერგიის ექს
ორტი თურქეთში განხორციელდება.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები