კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იენსენი და ისლამი მიიჩნევენ, რომ ცხინვალის არჩევნების აღიარება ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაცია იქნება

16 ნოემბერი, 2011
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები – მაიკლ იენსენი და კასტრიო ისლამი ე.წ. სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებენ. ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

თანამომხსენებლები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადება საერთაშორისო სამართლის მიხედვით არალეგიტიმურია და ამდენად, ამ არჩევნების კანონიერებისთვის არანაირი საკონტიტუციო საფუძველი არ არსებობს“, - აცხადებენ იენსენი და ისლამი.

ისინი ასევე დასძენენ, რომ ომის შედეგად საკუთარი სახლებიდან 20 ათასი ეთნიკური ქართველი გამოდევნეს და ამ ადამიანებს ხმის მიცემის უფლება არ მიეცათ.

„ამ არჩევნების აღიარება იქნება ლეგიტიმაცია იმ ეთნიკური წმენდისა, რომელიც 2008 წელს განხორციელდა. ეს ჩვენთვის მიუღებელია“, - ასკვნიან თანამომხსენებლები.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 13 ნოემბერს გაიმართა. იმის გამო, რომ 11 კანდიდატიდან ხმათა 50% ვერც ერთმა ვერ დააგროვა, 27 ნოემბრისთვის მეორე ტური დაინიშნა. წინასწარი შედეგებით, ხმათა 25,44%-ით ანატოლი ბიბილოვი ლიდერობს, 25,37%-ით კი მეორე ადგილზე ალა ჯიოევაა.

ოფიციალური თბილისი, ნატო და ევროკავშირი არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები