კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უმცირესობების უფლებები კვლავ ირღვევა

16 ნოემბერი, 2011
ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) უმცირესობების უფლებების დარღვევაზე საუბრობს.

საია-ს განცხადებით, ძირითად უფლებათა დაცვის კონსტიტუციური გარანტიების მიუხედავად, განსხვავებული იდენტობის მქონე ჯგუფები, განსაკუთრებით ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, ასევე, ადამიანები საკუთარი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული კუთვნილების გამო, კვლავაც რჩებიან ფართო საზოგადოებისაგან გაუცხოებულნი. უმრავლესობაში კვლავაც ცოცხლობს სტერეოტიპები განსხვავებული ჯგუფის წარმომადგენლებთან დაკავშირებით, რაც გამოიხატება პოლიტიკოსების, სასულიერო პირების და სხვადასხვა საზოგადო მოღვაწის სიძულვილის ენის შემცველ საჯარო განცხადებებში. ზოგიერთი მედია საშუალება კვალავაც განაგრძობს განსხვავებული ჯგუფების მიმართ სტერეოტიპების წახალისებას, ან, უბრალოდ, სიძულვილის ენის გამტარის ფუნქციას ასრულებს.

მათივე განცხადებით, გაერო-ს #51/95 რეზოლუციის შესაბამისად, ტოლერანტობა სამოქალაქო საზოგადოების საიმედო დასაყრდენია. საია-ს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის, ასევე ლგბტ თემის უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით, ყოველთვის შეჰქონდა თავისი წვლილი განსხვავებული ჯგუფების წარმომადგენელთა ძირითადი უფლებების დაცვის საქმეში და ამ გზით ტოლერანტული გარემოს დამკვიდრების ხელშეწყობაში. საია მომავალშიც გეგმავს თანსწორობის უზრუნველყოფის მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღის ყოველწლიურ აღნიშვნას საფუძველი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 1996 წლის 51/95 რეზოლუციამ დაუდო. აღნიშნულ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ტოლერანტობა წარმოადგენს გაერო-ს წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევის, ომის თავიდან აცილებისა და მშვიდობის შენარჩუნების საშუალებას. ტოლერანტობის პრინციპის უზრუნველყოფა სახელმწიფოს ავალდებულებს, ყველა პირი ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით უზრუნველყოს რასობრივი, გენდერული, ენობრივი და რელიგიური განსხვავების მიუხედავად.

საქართველოს კონსტიტუცის მე-14 მუხლი კრძალავს დისკრიმინაციას რასის, კანის ფერის, სქესის, რელიგიური და ეთნიკური, ასევე ისეთი ნიშნით ადამიანის დისკრიმინაციას, რომელიც კონსტიტუციაში პირდაპირ არ არის მოხსენიებული.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები