კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თუშების აქციების ორგანიზატორის მეუღლე სამსახურიდან გაათავისუფლეს

17 ნოემბერი, 2011

ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში მცხოვრები ზაზა ლაგაზიძის მეუღლე ნანა საბანაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ზაზა ლაგაზიძის ინიციატივითა და ორგანიზებით, ერთი თვის წინ წინ, ზემო ალვანში მცხოვრებმა თუშებმა საპროტესტო აქცია გამართეს და სოფლის კუთვნილი საძოვრების გასხვისება გააპროტესტეს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა აქციის ამსახველი ვიდეომასალა 14 ოქტომბერს გამოაქვეყნა. იმავე დღეს, სოფელში, აქციის თითქმის ყველა მონაწილესთან, რომელთა ვინაობის ამოცნობაც ვიდეოდან შეძლეს, პოლიციელები მივიდნენ და მოსთხოვეს, პროტესტის გამოხატვა შეეწყვიტათ, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები შეექმნებოდათ. სამართლდამცავებმა აქციის ერთ-ერთი მონაწილე დიმიტრი ბაინდურაშვილი რამდენიმე საათით დააკავეს კიდეც. აქციის ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანიზატორი ზაზა ლაგაზიძე კი პოლიციაში დაიბარეს და ხელწერილი დააწერინეს, რომ აქციას აღარ გამართავდა.

ზაზა ლაგაზიძის მეუღლე ნანა საბანაშვილი ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში ბუღალტრად მუშაობდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები