კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საჩხერის საავადმყოფო ადგილობრივმა ხელისუფლებამ 82 ათასი ლარით დააჯარიმა

17 ნოემბერი, 2011

საჩხერის საავადმყოფო ადგილობრივმა ხელისუფლებამ 82 ათასი ლარით დააჯარიმა. როგორც, „ექსპრესნიუსს“ საჩხერის საავადმყოფოს მედპერსონალმა აცნობა, სოლიდური თანხით დაწესებულების დაჯარიმება ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება.

მათივე ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაჯარიმების შეტყობინების მიტანის შემდეგ განუცხადეს: „გაფინანსოთ ახლა ბიძინამ“.

მედპერსონალი აცხადებს, რომ საქმე შეთითხნილია და საავადმყოფოს დახურვაა გადაწყვეტილი.

აღნიშნულ ინფორმაციას, საჩხერის მუნიციპალიტეტის აპარატში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ დაწესებულების სოლიდური თანხით დაჯარიმება, გადარიცხვებს და თანხების  გაწერებს უკავშირდება.

როგორც ცნობილია, საჩხერის საავადმყოფოს მეცენატი ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს, მისივე დახმარებით, მოხდა საავადმყოფოს რეაბილიტაცია და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა.

ექსპრესნიუსი

ახალი ამბები