კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონდი: საქართველო არ დამიდანაშაულებია

21 ნოემბერი, 2011

ჯოშუა კუცერა, eurasianet.org

The Bug Pit-ის რადარზე იშვიათად ხვდება ისეთი საკითხები, რომელთაც ვაშინგტონში (ან სადმე სხვაგან) დიდი პოლიტიკური რეზონანსი მოყვება ხოლმე. მაგრამ რუსულ-ქართული ომი  აშკარად ძალიან მნიშვნელოვანია. იმისთვის, ვინც რეგიონს თვალს ადევნებდა 2008 წლის ომამდე,  ძალიან დამთრგუნველი იყო იმის ყურება, თუ ომის მსვლელობის რამდენიმე დღის განმავლობაში, რამდენად  საპირისპირო დამოკიდებულება ჩამოყალიბდა ამ საკითხისადმი. ომამდე საქართველოს პრობლემის ლიბერალური და კონსერვატიული ხედვა არ არსებობდა. იმ პატარა კოჰორტაში ადამიანებისა, რომლებიც კავკასიას უთმობდნენ ყურადღებას, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, თითქმის ყველას ესმოდა, რომ რუსეთი აგრესიულია, ხოლო საქართველო უგუნური და რომ აქ ამბავი ცუდად დამთავრდება.

მაგრამ ხანმოკლე ომის დროს, ადამიანებმა, რომელთაც არასდროს დაუთმიათ ყურადღება რეგიონისთვის, სცადეს გაერკვიათ, რა ხდება და ყველაზე იოლად ამ საკითხის პარტიულ კონტექსტში გადატანა მოეჩვენათ.  კონსერვატორები ამბობდნენ, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, ლიბერალები – რომ საქართველომ, ხოლო სულ ორიოდე კვირაში ბრძოლის დასრულების შემდეგ, ყველამ მეტ-ნაკლებად დაივიწყა პრობლემა და საკუთარ თვალთახედვაში გამყარდნენ. ასე რომ, თუ საქართველოს ომზე წერ, შედარებით დიდ ყურადღებას უნდა ელოდო – ვაშინგტონში ყურებს ცქვეტენ და გკითხულობენ იმის დასადგენად, თუ რამდენად ეთანხმები მათ პოზიციას, ანუ რას წარმოადგენ – ომის გამჩაღებელ ნეოკონს, თუ კრემლის უძლურ მარიონეტს.

ამ შემოვლითი გზით მივადგებით ბლოგის თემას – კონდოლიზა რაისმა ჩემს პოსტზე ირეაგირა და მას „აღმაშფოთებელი“ უწოდა!  პოსტს თავიდან ასეთი სათაური ჰქონდა „რაისი: სააკაშვილმა რუსეთს პროვოცირების შანსი მისცა“. იმის გამო, რომ Atlantic-ი და Commentary-ი კონტენტის გაცვლაზე შეთანხმდნენ, Atlantic-მა გადაბეჭდა პოსტი ახალი, უფრო თვალში საცემი სათაურითა და ქვესათაურით: „კონდოლიზა რაისი საქართველოს ლიდერს რუსეთთან ომის გამო ადანაშაულებს: ყოფილი სახელმწიფო მდივანი არ ეთანხმება ბევრი რესპუბლიკელის აზრს იმის შესახებ, რომ 2008 წლის ომი რუსებმა დაიწყეს.“  ამას მოყვა რისხვა Commentary-ში და შემდეგ  Weekly Standard-ში, რომლის რეპორტიორმა დაურეკა რაისს და მისგან პასუხი მიიღო:

„ეს აღმაშფოთებელია”, – განაცხადა კონდოლიზა რაისმა Atlantic-ის სტატიაზე. „არაფერი არ შეიძლება ისე შორს იყოს სიმართლისგან, როგორც ის ის აზრი,  რომ მე შეიძლება ქართველები დამედანაშაულებინა.

კუცერას სტატია მთლიანად ეფუძნება რაისის ამას წინათ გამოცემული მემუარების ტექსტს („ყველაზე დიდი პატივი: მოგონებები ვაშინგტონში გატარებულ წლებზე“). მაგრამ ავტორმა როგორღაც მოახერხა და ისე დაამახინჯა ტექსტი, რომ ყოფილი სახელმწიფო მდივანი საკუთარ სიტყვებს ვეღარ ცნობს.

„ის იდეა, რომ მე ამაში სააკაშვილს ვადანაშაულებდი… ვფიქრობ, ეს უბრალოდ შეცდომაა“, – მითხრა რაისმა სატელეფონო ინტერვიუში, – „მართალია, ჩვენ ვწუხდით, რომ რუსები [აქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის] ოვოცირებას მოახერხებდნენ და ის მისცემდა საკუთარი თავის პროვოცირების საშუალებას. მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ იყო ქართველების ბრალი.  ვფიქრობ,  სრულ ტექსტში ეს ცხადად სჩანს“

პოსტში წერია, რომ რაისის თქმით, სააკაშვილმა რუსებს საკუთარი თავის პროვოცირების  საშუალება მისცა და რომ საქართველო იყო ის მხარე, რომელმაც ომმში პირველი  სრულმასშტაბიანი შეტევა განახორციელა, ცხინვალის დაბომბა და ქალაქში შეიჭრა.  ეს ყველაფერ ბოლომდე არ „ადანაშაულებს“ საქართველოს, მაგრამ ეწინააღმდეგობა ვერსიას, რომელსაც თბილისი დღემდე ავრცელებს. ამ ვერსიის თანახმად, მხოლოდ რუსეთია აგრესორი. ამიტომ ინფორმაცია გაშუქებად ღირდა. არაფერი იქიდან, რაც რაისმა Weekly Standard-ს უთხრა, რეალურად არ ეწინააღმდეგება იმას, რაც ჩემს პოსტშია ნათქვამი მისი სიტყვების შესახებ.

შემდეგ კი Standard-ი წერს: „წიგნში რაისი ფრთხილად იმასაც  ვარაუდობს, რომ რუსების ზიზღი ქართველებისადმი შესაძლოა, ერთი რამითაა მოტივირებული – ქართველებს რუსებზე მუქი კანი აქვთ. რაისი თავის მემუარებში წერს: „ქუჩაში რიგითი გამვლელიც კი გეტყვით, რომ მუქკანიანი კავკასიელები ქურდები და ავაზაკები არიან. ერთხელ მოსკოვის ერთ ძველ სასტუმროში, „უკრაინაში“ ვცხოვრობდი და სადილიდან დაბრუნებულს, აღგზნებულმა ადმინისტრატორმა ქალმა მომმართა (ძველ საბჭოთა კავშირში, ეს მოხუცი ადამიანები მთელი ღამე უთვალთვალებდნენ სასტუმროს  ბინადართა წასვლა-წამოსვლას) და მითხრა, რომ ვიღაც ქართველი კაცები მკითხულობდნენ. ის ისე შეულამაზებლად გამოხატავდა ანტიქართულ განწყობებს, მგონი,  ვერ აცნობიერებდა, რომ მეც მუქკანიანი ვარ“.

გაურკვეველია, რატომ ავრცელებდა Atlantic-ში გამოქვეყნებული სტატია იმ აზრს, რომ საქართველო იყო აგრესორი.  ეს სხვა არაფერი იყო, თუ არა დამახინჯება, რომელიც რუსების პოზიციის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად.

ე.ი.: თუ საქართველოსადმი კრიტიკულად ხარ განწყობილი, შენ, ალბათ, რასისტი ხარ.  ოოოხ!

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ბლოგი ცოტა უფრო მეტად მეტია და პერსონალურია, ვიდრე ამას ვისურვებდი,  მაგრამ როდესაც შენ ყოფილი სახელმწიფო მდივანი გიგზავნის გამოწვევას, ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. ასე რომ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება The Bug Pit-ის მკითხველთა რიგში, დოქტორო რაის! მე კიდევ ველი თქვენს გამოხმაურებას.

კუცერას ბლოგი ქართულად თარგმნა foreignpress.ge–მ

ორიგინალი 

 

ახალი ამბები