კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ევროკავშირის მინისტრთა კომიტეტს მიმართეს

21 ნოემბერი, 2011

არასამთავრობო  ორგანიზაციები:  რეპრესიებისგან დაზარალებულთა საზოგადოება „მემორიალი“,  „ქართული აკადემია“, „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ ევროკავშირის მინისტრთა კომიტეტიდან მოითხოვენ, მოკლე ხანში ჩატარდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებების მონოტორინგი კილაძეების საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს განჩინების აღსრულების ადეკვატურობის დადგენის მიზნით.

„ხელისუფლების ცინიკური დამკიდებულება საკითხისადმი იქიდანაც ჩანს, რომ მას ეტყობა, წინასწარვე ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება, შემოფარგლულიყო „სიმბოლური ჟესტით“ და არ ჩააყენა მოსახლეობა საქმის კურსში, რის შედეგადაც უამრავ ადამიანს შეუქმნა დამატებითი სიძნელეები“, - აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთ მიმართვაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მემორიალმა“, რომელიც რეპრესიებისაგან დაზარალებულ ათასობით ადამიანს აერთიანებს, თავისი ინიციატივით ჯერ კიდევ 2000 წელს წარუდგინა საქართველოს პარლამენტს რეპრესირებულთა შესახებ 1997 წლის კანონის მე-8 და მე-9 მუხლების რეალიზაციის კანონპროექტის ვარიანტი.

სამწუხაროდ, ამ მცდელობას მაშინ შედეგი არ გამოუღია. სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ, როცა საქართველოს სახელმწიფოს რეპრესირებული ოჯახებისთვის კომპენსაციის სახით 4000-4000 ევროს გადახდა დაევალა, „მემორიალმა“ საქართველოს ახალგაზრთა იურისტთა ასოციაციასთან (საია) ერთად 2011 წლის გაზაფხულზე შეიმუშავა უფრო სრულყოფილი ვარიანტი. ეს კანონპროექტი ასევე წარედგინა პარლამენტს. თუმცა, იგი ამჯერადაც არ იქნა გათვალისწინებული.

კანონი „მორალური კომპენსაციის შესახებ“ მიღებულია 2011 წლის გაზაფხულზე და ისიც მხლოდ მას შემდეგ, რაც ძმები კილაძეების საქმეზე გამოტანილი განაჩენით სტრასბურგის ადამიანთა უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაავალდებულა ქართული სახელმწიფო, შეევსო მორალური კომპენსაციის თაობაზე არსებული სამართლებრივი ვაკუუმი.

მარიამ ხურციძე

ახალი ამბები