კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მანანა კობახიძე მოსამართლემ ღიმილისთვის 300 ლარით დააჯარიმა, აღმასრულებელმა კი ანგარიში და სახლი დაუყადაღა

21 ნოემბერი, 2011

ადვოკატი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ მოსამართლე მარინა სირაძემ ღიმილისთვის 300 ლარით დააჯარიმა, მერე აღმასრულებელმა ამ თანხის გამო ანგარიში და სახლი დაუყადაღა ისე, რომ ერთი შეტყობინებაც კი არ ჩაბარებია.

„მერე კიდევ 60 ლარიც აღსრულების ხარჯი ზედ დამიმატა. რაც ამათ დააკლეს, თი-ბი-სი ბანკმა შემისრულა, ბიუჯეტში ქონების გადასახადს ვიხდიდი და ნაღდი ფულიც კი არ მიიღეს ჩემგან, აკრძალული გვაქვსო, მოკლედ საინტერესო კვირა მაქვს, თუ ბორკილებსაც არ დამადებენ, კარგია“, - კობახიძის ეს ჩანაწერი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელდა.

მისივე თქმით, მოსამართლემ დარბაზში გამოაცხადა „დაჯარიმდეს ღიმილისთვის, რაც წარმოადგენს სასამართლოს უპატივცემულობის გამოხატულებასო“, აი ზუსტად ასე, თუმცა რომ მიხვდა რა უაზრობაც თქვა, მერე ოქმიდან სიტყვა „ღიმილისთვის“ ამოიღო, ნუ ესენი ხომ ოსტატები არიან გაყალბების, მე რათქმაუნდა ოქმიც გავასაჩივრე, მაგრამ როგორც შენ არ განგიხილავს ჩემი საჩივარი, ისე მარინა სირაძეს“, - აღნიშნავს მანანა კობახიძე.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები