კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აქციის მონაწილეები და კულტურის სამინისტრო სვანეთის საგანძურთან დაკავშირებით შეთანხმდნენ

21 ნოემბერი, 2011

21 ნოემბერს სვანეთის საგანძურთან დაკავშირებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. მათ კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებს საგანძურთან დაკავშირებით მიმართვის ტექსტი გადასცეს, რის შემდეგადაც აქციის მონაწილეები კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეს, დავით ცხადაძის შეხვდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და კულტურის სამინისტრო სვანეთის საგანძურთან დაკავშირებით 4-პუნქტიან გეგმაზე შეთანხმდნენ.

შეთანხმების მიხედვით, 24 ნოემბერს საპატრიარქოსთან არსებული კომისია გაემგზავრება მესტიაში და შეამოწმებს სვანეთის საგანძურის მდგომარეობას; მოხდება საგანძურის ინვენტარიზაცია; საჯაროდ დაიწყება მესტიის ახალი მუზეუმის პროექტის განხილვა; სვანეთის საგანძურთან დაკავშირებით აღმოიფხვრება კომუნიკაციის ურთიერთობის პრობლემა.

მესტიის მუზეუმის რემონტის დაწყების შემდეგ, იქ დაცული საგანძური კონტეინერებში გადაიტანეს. ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ კუსტარულ კონტეინერებში საგანძურს განადგურების საფრთხე ემუქრება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები