15:18, Tuesday, 22.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

გიორგი ტუღუში: „სასამართლო სისტემაში ძირეული პრობლემები კვლავ რჩება“

22.11.2011

მარიამ ხურციძე

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში 16 ნოემბერს გამართულ დისკუსიაზე („მართლმსაჯულების განხორციელება და ადამიანის უფლებათა დაცვა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში“), სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა საქართველოში სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელებაზე და ამ მიმართულებით ადამიანის უფლებების დარღვევებზე ისაუბრა. Humanrights.ge გთავაზობთ მისი მოხსენების ძირითად ნაწილს.

„სახალხო დამცველის და მისი ოფისის საქმიანობის ერთ–ერთი მიმართულება, სწორედ მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირების შეფასებას შეეხება, ასევე - ადამიანის უფლებების დაცვას მთლიანად ამ პროცესში. სამართლიანი სასამართლოს უფლება ეს არის ერთ–ერთი ფუნდამენტური უფლება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის, მითუმეტეს - იმ ადამიანისთვის, რომელსაც უშუალო შეხება აქვს მართლმსაჯულების სისტემასთან.

სასამართლო არაერთხელ გამხდარა სახალხო დამცველის არა მარტო შეფასების, არამედ კრიტიკის საგანიც არაერთი მიმართულებით. ერთ–ერთი რთული თავი სახალხო დამცველის ანგარიშში არის სწორედ სამართლიანი სასამართლოს უფლების შესახებ. გარდა იმისა, რომ ძალიან რთული დასაწერია და ინტენსიურ მუშაობას მოითხოვს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია (სასამართლოს სპეციფიურობიდან გამომდინარე), სახალხო დამცველმა ძალიან კარგად განსაზღვროს, სადამდე შეიძლება წავიდეს მისი კვლევა და შეფასებები.

სახალხო დამცველი  ხელმძღვანელობს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს სახალხო დამცველის“ შესახებ, რომლის მეთოთხმეტე მუხლში პირდაპირ  ჩამოთვლილია ის ძირითადი კომპეტენციები, რაც გააჩნია სახალხო დამცველს, მათ შორის - სასამართლოსთან მიმართებაში.

„სახალხო დამცველის შესახებ“ კანონში ადრე იყო ერთ–ერთი პუნქტი, რომლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლისას სახალხო დამცველი თუკი მივიდოდა დასკვნამდე, რომ ადგილი ჰქონდა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას, სახალხო დამცველს უფლება ჰქონდა, მიემართა სასამართლოსთვის და მოეთხოვა ამ კონკრეტული გადაწყვეტილების გადასინჯვა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს იყო რეკომენდაცია - სასამართლოს შეეძლო, გაეთვალისწინებინა ან არა.

თუმცა შემდეგ რეალურად საქმის გადახედვის ინტიტუტი გაუქმდა კანონმდებლობით.  უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი თუ გადაწყვეტილება საბოლოოა და მისი კანონიერების საკითხი აღარ გადაიხედება. აქედან გამომდინარე, ფაქტობრივად, ამ მუხლმა დაკარგა თავისი არსი და მნიშვნელობა.

ჯერ კიდევ, ჩემი წინამორბედი არა ერთხელ შეეცადა საზოგადოების ყურადღება მიეპყრო ამ მუხლის მიმართ და შეგნებულად მიმართა სასამართლოს რამდენჯერმე. პასუხი იყო ყოველთვის ერთი და იგივე, რომ ჩვენი კანონმდებლობა მსგავს მექანიზმს აღარ ცნობს და შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილების არანაირი გადახედვა აღარ მოხდება.

ამის შემდეგ განხორციელდა გარკვეული ცვლილებები „სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანულ კანონში. სახალხო დამცველს შეუძლია, ამა თუ იმ სასამართლოს კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში თავისი მოსაზრება წარუდგინოს. სახალხო დამცველმა შეინარჩუნა მხოლოდ შეფასების კომპეტენცია. მას შეუძლია შეისწავლოს სასამართლოს სხავასხვა გადაწყვეტილებები და შეაფასოს, რამდენად იყო დაცული ადამიანის უფლებები სამართალწარმოებისას. თუმცა, ამ შეფასების მიხედვით სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცვლება, რაც არ უნდა მკაცრად აკრიტიკებდეს იგი სასამართლოს ვერდიქტს.

სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშებს თუ გადავხედავთ (განსაკუთრებით - 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშს), ძალიან დიდი ყურადღება დაეთმო სწორედ სამართლიანი სასამართლოს უფლებას და სხვადასხვა სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული საქმეების ანალიზს.

სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ განხორციელებული რეფორმებისა და არაერთი წარმატებული პროექტის მიუხედავად, ძირეული პრობლემები კვლავ რჩება სასამართლო სისტემაში. პირველ რიგში, ეს არის სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსაბუთებელი შუალედური თუ საბოლოო გადაწყვეტილებები, ასევე - მხარეთა თანასწორობის პრინციპის დარღვევა. იყო შემთხვევები, როცა ჩვენ ბოლო ანგარიშში განსაკუთრებით ვსაუბრობდით მოსამართლეთა გადაყვანაზე სხვადასხვა რაიონებში. გამოვთქვით ვარაუდი, რომ აღნიშნული სისტემა საშუალებას იძლეოდა, ეს მექანიზმი მოსამართლის დასჯის მიზნითაც გამოყენებულიყო.

2011 წელს არაერთი სისხლის სამართლის საქმის შესწავლის შემდეგ ჩვენ მივიდით დასკვნამდე, რომ ადგილი ჰქონდა მოსამართლეების მიერ ადამიანების უფლებათა უხეშ დარღვევეას. ყველა ამ ფაქტზე მივმართეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მოვითხოვეთ მოსამართლეთა დისიპლინური დევნის დაწყება.

საპასუხოდ 11 კონვერტი დამიბრუნდა ერთად. ეს პროცედურა კონფიდენციალურია და ჩვენ არანირი უფლება არა აქვს გავახმაუროთ მოსამართლეთა სახელები გვარები და ზოგადად იუსტიციის უმაღლეს საბჭოთა კომუნიკაცია. ასეთ კონვერტებს ძალიან დიდად არტყია ხოლმე გრიფი „საიდუმლო“. თუმცა, მე ამას ვეცნობი და ინფორმაციას ვაცნობ ჩემ თანამშრომლებსაც, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ ამ საქმეებზე.

როგორც შეგვატყობინეს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თერთმეტივეზე დაიწყო დისციპლინური წარმოება, მაგრამ ათზე შეწყდა, ერთზე კი მოსამართლეს მიეცა რეკომენდაცია (გაფრთხილებაც კი არა).

დისციპლინურ დევნას ვერ მოითხოვ უბრალო საფუძვლით. ადგილი უნდა ჰქონდეს კანონის უხეშ დარღვევას, რომელმაც მნიშვნელოვნად დააზარალა, ამ შემთხვევაში, განსასჯელი. ასეთი ფაქტები იყო არაერთი. ალბათ ასეთი საქმეები გაცილებით ბევრია, თუმცა ყველა სახალხო დამცველთან ვერ ხვდება.

დღემდე სერიოზულ პრობლემად რჩება დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები, ასევე  - შუამგომლობების დაკმაყოფილება. არსებობს კონკრეტული პრობლემები დაცვის უფლებასთან დაკავშირებით. პრობლემებია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაშიც. ჩვენ ახლა ვაპირებთ ერთობლივად გავუკეთოთ ანალიზი, ვთქვათ, იგივე 26 მაისის მოვლენების შემდგომ გამოტანილ გადაწყვეტილებებს ყველა იმ ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელთა ნაწილი დასრულდა პირის დაპატიმრებით ან გარკვეული ჯარიმით.

შესაბამისად, მომავალ ანგარიშში ვიმსჯელებთ მთლიანად ამ პროცედურაზე, რომელსაც სახალხო დამცველი შეისწავლის ადმინტრაციულ სასამართლოსთან მიმართებაში“.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC