კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

20 წლის ახალგაზრდამ სასამართლო პროცესზე გონება დაკარგა

22 ნოემბერი, 2011

21 ნოემბერს დედოფლისწყაროს სასამართლოში პროცესის მიმდინარეობის დროს მითვისებაში ბრალდებულმა 20 წლის ახალგაზრდამ გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს დედოფლისწყაროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსმა ხათუნა ზურიკაშვილმა განუცხადა, პაციენტს საავადმყოფოში გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

„ის ამჟამადაც დედოფლისწყაროს საავადმყოფოშია. გონზე მოვიდა, მაგრამ სძინავს. ახალგაზრდა პატიმარია და ბადრაგი მის წაყვანას ითხოვს. ახლა თანხმდებიან, პატიმარს სად გადაიყვანენ“, - აღნიშნა ხათუნა ზურიკაშვილმა.

დედოფლისწყაროს სასამართლოში განმარტეს, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლლობით სასამართლოსთვის არავის მიუმართავს. სიღნაღის რაიონულ პროკურატურაში კი კომენტარს არ აკეთებენ.

20 წლის ახალგაზრდას ბანკომატიდან სხვისი პენსიის მითვისებაში ადანაშაულებენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები