კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შენობა, რომელშიც „ქართული ოცნება“ უნდა განთავსებულიყო, ბლოკირებულია

22 ნოემბერი, 2011

ადვოკატ არჩილ კბილაშვილის ინფორმაციით, შენობა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ უნდა განთავსებულიყო, ფაქტობრივად, ბლოკირებულია.

„ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობის ოფისად მოიაზრებოდა „ქართუ ჯგუფის“ მფლობელობაში არსებული ჟურნალისტთა სახლის შენობა, რომელიც როსტომ მეფის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული. დღეს კი, რეაბილიტაციის მომიზეზებით, მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა ტერიტორიის შემოღობვა დაიწყო, რომელზეც ჭიშკარს ამონტაჟებენ. როგორც წესი, სამშენებლო სამუშაოების დროს ტერიტორიის შემოღობვა უსაფრთხოების მიზნით აუცილებელია, მაგრამ ასეთ დროს ფეხის მოსიარულებიისთვის გადახურული კორიდორის გაკეთება ხდება, რათა მოქალაქეების მუშაობა ან გადაადგილება არ შეფერხდეს. ჩვენს შემთხვევაში პრობლემა ისაა, რომ ასეთი კორიდორი არ გაკეთებულა და ჭიშკრის დამონტაჟების შემდეგ, ვერ მოვახერხებთ შესვლას ჟურნალისტთა სახლში, რომელიც „ქართუ ჯგუფის“ საკუთრებაა, ანუ, ფაქტობრივად ამ შენობით სარგებლობის უფლება ჩამოგვერთვა“, - განუცხადა კბილაშვილმა „ინტერპრესნიუსს“.

ადვოკატი სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზეზით შემოღობვას „გამოგონილ“ მიზეზს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ამის რეალური მიზანი „ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის პერსპექტივის აღკვეთაა“.

სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიმეტრზე დროებითი გზის გაკეთების მოთხოვნით ადვოკატმა დედაქალაქის მერიას და შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა.

„თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მეორე გზა სასამართლოში ჩივილი იქნება“, - განმარტა ადვოკატმა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები