კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზედამხედველობის სამსახურმა „პლანეტა ფორტესა“ და „მაცნეს“ საგაზეთო ჯიხურების ასაღებად ორდღიანი ვადა მისცა

24 ნოემბერი, 2011

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა პრესის გამავრცელებელ კომპანიებს - „პლანეტა ფორტესა“ და „მაცნეს“ საკუთარი ჯიხურების ასაღებად 2-დღიანი ვადა მისცა . ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავად კომპანიების წარმომადგენლებმა განუცხადეს.

„დღეს მერიაში პრესის სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები ცალ-ცალკე დაგვიბარეს და გვითხრეს, რომ ჩვენი ჯიხურები ორი დღის ვადაში უნდა ავიღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონით მინიჭებული უფლებით ისარგებლებენ. აღნიშნულის მიზეზად ზედამხედველობის სამსახური ნებართვების უქონლობას ასახელებს. წლების წინ, როცა ჯიხურები ჩავდგით, მხოლოდ მერიის შესაბამისი დადგენილება იყო საკმარისი, რაც გვაქვს. თუმცა, ისინი მიწის იჯარის საბუთს ითხოვენ, რაც ახლახან შემოიღეს და, ბუნებრივია, არ გვექნება“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ „პლანეტა ფორტეს“ ხელმძღვანელმა მერაბ ჩანჩალაშვილმა.

მისივე განმარტებით, მას ექვსი ჯიხურის აღება მოსთხოვეს, რის გამოც დაახლოებით 10-მდე თანამშრომლის შემცირება მოუწევს.

„თავიდან 80 ჯიხური მქონდა. ნელ-ნელა ამაღებინეს და დამრჩა 38. ახლა კიდევ 6 უნდა ავიღო. ეს ნიშნავს, რომ ორგანიზაცია დახურვის პირასაა“, - აღნიშნა მან.

„მაცნეს“ წარმომადგენლის, თინათინ ხარბედიას განცხადებით კი, ჯიხურების აღება „მაცნესაც“ მოსთხოვეს.

„საუბარია 12 ჯიხურის აღებაზე, თუმცა ზუსტად, რა რაოდენობის ჯიხურების აღება უნდა მოხდეს და რა მისამართებიდან, ზედამხედველობის სამსახურიდან წერილობით პასუხს ველოდებით“, - განმარტა თინათინ ხარბედიამ.

არსებული ინფორმაციით, მერიის მიერ სავაჭრო ჯიხურების დადგმაზე აუქციონი ძირითადად სწორედ იმ ადგილებზეა გამოცხადებული, სადაც უკვე დგას პრესის გამავრცელებელი ჯიხურები.

ამასთან, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს წერილობით გაავრცელებენ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები