კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრის მომიჯნავე ტერიტორია 5 წლით ქურთის, ერედვისა და თოღვის მუნიციპალიტეტებს გადაეცათ

25 ნოემბერი, 2011

ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პრეს-სამდივნოს ინფორმაციით, ხელისუფლების მხრიდან ბიძინა ივანიშვილზე პოლიტიკური ზეწოლა გრძელდება.

როგორც „პირველს“ პრეს-სამდივნოდან აცნობეს, 25 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრის მომიჯნავე ტერიტორიაზე შპს „პროექტი ოცდაერთის“ წარმომადგენლები საპატრულო სამსახურთან ერთად გამოცხადდნენ. მათ წარმოადგინეს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც 1008 კვ მეტრი ტერიტორია, რომლის მესაკუთრეც თბილისის თვითმმართველი ორგანოა, 26 ოქტომბერს უზურფრუქტით ქურთის, ერედვისა და თოღვის მუნიციპალიტეტებს 5 წლიანი ვადით გადაეცათ.

„გვსურს, გაცნობოთ, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ბიძინა ივანიშვილის საკუთრებებს შორის არის შეჭრილი. შპს „პროექტი ოცდაერთის“ წარმომადგენლის, გაბრიელ ჭულუხაძის განცხადებით, მათ დავალებული აქვთ, ტერიტორიის ტოპოგრაფიული გადაღება და მიწისქვეშა კომუნიკაციების დაფიქსირება აწარმოონ. მათ ვერ დააკმაყოფილეს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების მოთხოვნა, წარმოედგინათ დოკუმენტაცია, რომელიც მესაკუთრე შპს „პროექტი ოცდაერთს“ გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს. სრულიად გაურკვეველია, რატომ გახდა საჭირო საპატრულო სამსახურის გამოძახება მაშინ, როცა მხარეებს შეეძლოთ, პრობლემა ურთიერთმოლაპარაკების გზით გადაეწყვიტათ, სათანადო დოკუმენტების წარდგენის შემდგომ. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს თავად მთაწმიდა-კრწანისის პოლიციის უფროსი ხელმძღვანელობდა, რომელიც მობილურ ტელეფონზე 2-3 წუთიანი ინტერვალით ინსტრუქციებს იღებდა და საკითხის არსში გარკვევის ნაცვლად, მითითებებს აძლევდა შპს „პროექტი ოცდაერთის“ წარმომადგენლებს, რათა მათ მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოები ჩაეტარებინათ. ეჭვს არ იწვევს, რომ 26 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრის მომიჯნავე ტერიტორია ქურთის, ერედვისა და თოღვის მუნიციპალიტეტებს 5 წლიანი ვადით გადაეცა, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - ხელისუფლების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორება ამგვარი პროვოკაციული და უკანონო მეთოდებით გაგრძელდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები