კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის მერია ქალაქში პრესის ჯიხურებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

25 ნოემბერი, 2011

თბილისის მერია ქალაქში პრესის ჯიხურებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „პირველი“ უცვლელად გთავაზობთ.

„მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით თბილისის მერიამ ახალი პროექტი დაიწყო, რომლის მიხედვით, ქალაქში არსებული ძველი და უსახური ჯიხურების ნაცვლად უახლოეს მომავალში ახალი, თანამედროვე დიზაინის ჯიხურები დაიდგმება. აქამდე დედაქალაქის მასშტაბით 250-მდე ადგილზე იყო ჯიხურის ნებართვა გაცემული, დღეს კი ქალაქის მასშტაბით 1 000 ადგილია გამოყოფილი. თბილისის მერიის მიზანი დაინტერესებული პირებისთვის თანაბარი პირობის შეთავაზებაა. ამიტომაც შეირჩა ინტერნეტ-აუქციონის ფორმა. ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, ვისაც ნებართვის საფუძველზე უკვე აქვს ჯიხური, ხელშეკრულების დასრულებამდე ჯიხურის აღება არ ევალება. ნებისმიერი სახის გამონაკლისი ან შეღავათი, რის საფუძველზეც გარკვეულ პირებს ჯიხურის ჩადგმის ნებართვა ინტერნეტ-აუქციონის გარეშე მიეცემათ, გამოიწვევს იმ ადამიანების უფლებების დარღვევას, რომლებმაც აუქციონში მიიღეს მონაწილეობა და გაიმარჯვეს. იგივე მიზეზის გამო მერია ვერ დაუშვებს გამონაკლისს და უნებართვო ჯიხურებს ვერ დატოვებს ქალაქში, რადგან ამ შემთხვევაშიც ზარალდებიან ის მეწარმეები, რომლებმაც აუქციონში გაიმარჯვეს და იჯარის გადასახადს იხდიან. აუქციონში მონაწიელეებისთვის შეზღუდვები არ არსებობს. მსურველებს შეუძლიათ, პრესასთან ერთად ჯიხურში სხვადასხვა სახის პროდუქცია განათავსონ, როგორც ეს აქამდეც ჰქონდათ. ამით ისინი ჩვეულებრივ კონკურენტუნარიანები ხდებიან. როდესაც საუბარია იმაზე, რომ ეს ბიზნესი კონკურენციას ვერ გაუძლებს, ეს გაურკვეველია, რადგან პრესის ჯიხურებში აქამდეც იყიდებოდა თამბაქო, გამაგრილებელი სასმელები თუ სხვა სახის პროდუქცია. ამ პირებს ასევე შეუძლიათ, გამარჯვებულ კომპანიებთან ხელშეკრულებები გააფორმონ. დღემდე ჩატარებულია სულ ხუთი აუქციონი, რომელზეც გამოტანილი იყო 250 ლოტი, აქედან 93-ზე გამარჯვებული გამოვლინდა, 157-ზე კი კონკურენცია არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა იმ ადამიანების პრეტენზია, ვინც აცხადებს, რომ კონკურენციას ვერ უძლებენ. უკვე ჩატარებულმა აუქციონებმა აჩვენა, რომ აუქციონში მონაწილეობა მიიღეს პრესის გამავრცელებელმა კომპანიებმა. ზოგმა შეძლო გამარჯვება, ზოგმა - ვერა, თუმცა ესეც კანონზომიერია, რადგან კონკურენცია ჯანსაღი და გამჭვირვალეა. ამ საკითხის პოლიტიზირება არასწორია, რადგან საქმე ეხება ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენციის შექმნას, ბიზნესის განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნას. თითო ჯიხურში დაახლოებით 3-4 ადამიანი დასაქმდება, რაც მინიმუმ ათასამდე სამუშაო ადგილს შექმნის. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, ვებ-გვერდზე iauction.გე დარეგისტრირდეს, მისთვის სასურველი ადგილი აირჩიოს, 500 ლარი ბე-ს სახით გადაიხადოს და ელექტრონულ აუქციონში ჩაერთოს. იჯარის წლიური საწყისი ფასი 1000 ლარია“, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები