კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მთავრობას არა აქვს პასუხი კითხვაზე: რატომ არ იზრდება პენსია ყველა კატეგორიის პენსიონერთათვის?

25 ნოემბერი, 2011

ოპოზიციის კითხვა - „რატომ არ იზრდება პენსია ყველა კატეგორიის პენსიონერთათვის?“ სამთავრობო საათზე პასუხგაუცემელი დარჩა.

დეპუტატებმა ამ კითხვით ჯანდაცვის მინისტრ ანდრია ურუშაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართეს.

კერძოდ, მათ აინტერესებდათ, რატომ აპირებს მთავრობა მხოლოდ I ჯგუფის შეზღუდული უნარების მქონე პირებისა და 67 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის პენსიების ზრდას და რატომ არ შეეხო ეს გადაწყვეტილება სხვა კატეგორიების  მოქალაქეებს, შეზღუდული უნარების მქონე ადამიანებს, ვეტერანებს, ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა, მარჩენალდაკარგულთა ოჯახებს და სხვებს.

როგორც ოპოზიციის პასუხად ურუშაძემ განმარტა, „პენსიის ზრდა ერთჯერადი აქტი არაა და ეს მთავრობის თანმიმდევრული ნაბიჯია“.

მან ვარდების რევოლუციამდელი პერიოდი გაიხსენა, როცა პენსიის ოდენობა 14 ლარს შეადგენდა და აღნიშნა, რომ „მას შემდეგ პენსია ეტაპობრივად იზრდება“.

„ეს ტენდენცია არ შეჩერებულა. ამ პროცესს თავისი კანონზომიერება აქვს. ჩვენს მოქალაქეებს ღირსეული სიბერის უზრუნველყოფას დავპირდით და ეს დაპირება სრულდება“, - განაცხადა ურუშაძემ, თუმცა ყველა კატეგორიის პენსიონერთათვის პენსიების გაზრდაზე გადაწყვეტილების არმიღების მიზეზი არ განუმარტავს.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები