15:06, Tuesday, 22.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სამარელმა პოლიციელებმა 19 წლის მამუკა კახიშვილი ცემით მოკლეს

25.11.2011

სამარელმა პოლიციელებმა 19 წლის მამუკა კახიშვილი ცემით მოკლეს. ინფორმაციას რუსული საგამომცემლო სახლი „პროვინცია“ ავრცელებს.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, დასახლება უპრავლენჩესკში მოხდა. 19 წლის კახიშვილი მეგობრებთან ერთად კაფე „კასპია“-ში წავიდა. თავისუფალი ადგილის მოსაძებნად კაფეში მხოლოდ მამუკა კახიშვილი შევიდა, თუმცა, რამდენიმე წუთში დაბრუნდა და თქვა, რომ კაფე ბანკეტისთვის იყო დაკავებული და ადგილები არ იყო. ამის შემდეგ მეგობრები იქვე შეყოვნდნენ და მსჯელობდნენ, თუ სად წასულიყვნენ.

როგორც გარდაცვლილის მეგობრები იხსენებენ, კაფედან სამი მამაკაცი გამოვიდა, მამუკა კახიშვილთან მივიდა, მიწაზე დააგდეს, ცემა დაუწყეს და ხელბორკილებიც დაადეს. მათ მალე კაფედან სხვებიც შეურთდნენ და კახიშვილთან ერთად მისი მეგობრების ცემაც დაიწყეს. ორმა მათგანმა თავდამსხმელებისგან თავის დაღწევა შეძლო და მეგობარ გოგონებთან ერთად გაიქცა. მოგვიანებით ისინი მეგობრის დასახმარებლად ისევ კაფესთან დაბრუნდნენ, თუმცა უკვე გვიანი იყო.

ერთ-ერთი მათგანი, დიმიტრი ტრიშკინი, რომლის ავტომობილითაც მეგობრები კაფესთან მივიდნენ, იხსენებს, რომ მანქანიდან გადმოათრიეს და ცემა დაუწყეს. ტრიშკინი ამბობს, რომ მას 4-5 ადამიანი სცემდა და არა 8-10, როგორც კახიშვილს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ვერც ის გადარჩებოდა. იგი დეტალურად იხსენებს, როგორ სასტიკად სცემდნენ თავდამსხმელები მას და მის მეგობარს.

მოგვიანებით შემთხვევის ადგილზე პოლიციის მანქანა მივიდა და მამუკა კახიშვილი მანქანაში დამნაშავეებისთვის განკუთვნილ ადგილზე "ისე შეაგდეს, როგორც ქვიშის ტომარა". მანქანაში მყოფმა პოლიციელებმა შენიშნეს, რომ კახიშვილი აღარ სუნთქავდა. ერთ-ერთმა მათგანმა კი, რომელიც ცემაში მოანწილეობდა, უგონოდ მყოფ კახიშვილს მუცელზე ანთებული სიგარეტი დაადო, რათა შეემოწმებინა, ცოცხალი იყო თუ არა. კახიშვილი არ გაინძრა.

ამის შემდეგ კახიშვილი საავადმყოფოში, ტრიშკინი კი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. კახიშვილის მამა ლევონი იხსენებს, რომ როცა სავადმყოფოში მივიდნენ, მისი ვაჟის გადასარჩენად უკვე აღარაფრის გაკეთება აღარ შეიძლებოდა. იგი ამბობს, რომ როცა შვილის სხეული აჩვენეს, ვერც კი იცნო.

პოლიციის ვერსიით, სამართალდამცველები კაფეში პროფესიულ დღესასწაულს აღნიშნავდნენ. მათ ახალგაზრდა დაინახეს, რომელიც მიამსგავსეს ძებნილს. პოლიციელებმა ახალგაზრდის დაკავება სცადეს, თუმცა, იგი კაფედან გაიქცა. მას დაეწივნენ, მიწაზე დააგდეს, შებორკეს და მანქანაში ჩასვეს. ამ დროს კი აღმოაჩინეს, რომ დაკავებული უკვე გარდაცვლილი იყო.

კახიშვილების ოჯახი სამარაში საცხოვრებლად 17 წლის წინ გადავიდა. მამუკა კახიშვილს მარჯვენა ხელი განუვითარებელი ჰქონდა და მეორე ჯგუფის ინვალიდი იყო.

ინტერპრესნიუსი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC