15:20, Tuesday, 22.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მელორ ვაჩნაძე რუსთავის მე–17 კოლონიაში მძიმედ დაავადდა

25.11.2011

მარიამ ხურციძე

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ ხათუნა კალმახელიძეს და სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს, მიმართეს თხოვნით, დაეხმარონ პოლიტპატიმარ მელორ ვაჩნაძეს.

მელორ ვაჩნაძის ჯანმრთელობა ამჟამად კრიტიკულია. 2011 წლის 11 ნოემბერს, ანალიტიკურ სადიაგნოსტიკო ცენტრში გამოიკვლიეს მისი სისხლი. სამედიცინო დასკვნის მიხედვით, სისხლში აღმოჩნდა ინფექცია, რომელმაც გამოიწვია სტრეპტო-სტაფილოდერმია. ექიმების განმარტებით, თუკი პაციენტის სისხლში ინფექცია 5–6 თვის წინ გაჩნდა, მკურნალობის კურსის ჩაუტარებლობის შემთხვევაში, მას შესაძლოა უკვე განვითარებული ჰქონდეს სეფსისი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „არას“ ლიდერის, ლევან ჩიტაძის განცხადებით, მელორ ვაჩნაძე საჭიროებს სრულ სამედიცინო გამოკვლევას. უნდა დადგინდეს ავადმყოფობის სიმძიმე და პატიმარს დაენიშნოს მკურნალობის კურსი, რითაც თავიდან ავიცილებთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას.

მელორ ვაჩნაძე პოლიციის თანამშრომლებმა 2009 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის დარბევისას დააკავეს. მას ბრალად სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიმართ წინააღმდეგობის გაწევა და თაღლითობა ედება. მელორ ვაჩნაძეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამჟამად იგი რუსთავის მე–17 კოლონიაში იხდის სასჯელს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2009 წელს დაკავებამდე იგი სავსებით ჯანმრთელი იყო.

პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს მელორ ვაჩნაძეს 14- დღიანი პატიმრობა მიესაჯა. ვიდრე 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა ამოეწურებოდა, მას კიდევ ერთი ბრალი წაუყენეს. ამჯერად, პროკურატურამ თაღლითობა დასდო ბრალად. ვაჩნაძეს ყოფილი მეუღლე და ყოფილი სიმამრი კუთვნილი ავტომობილის გასხვისებას ედავებოდნენ. თუმცა, ლევან ჩიტაძის თქმით, ნოტარიულად დამტკიცებულია, რომ ავტომანქანა მისმა ყოფილმა მეუღლემ გაყიდა.

„თქვენი მინისტრობის პერიოდში, უამრავი პატიმრის სიცოცხლე დასრულდა ლეტალური სიკვდილით. ამის მიზეზები სხვადასხვაგვარია: არაჰიგიენური გარემო, არაჯანსაღი საკვები, დიზენტერია, რაც ხდება სხვადასხვა მძიმე დაავადებების მიზეზი. შემდეგ კი პატიმრებს ყურადღებას დროულად არავინ აქცევს, რაც იწვევს დაავადების გართულებას და შემდგომ ლეტალურ შედეგებს. მსგავსი მაგალითების გათვალისწინებით, მოგიწოდებთ, უმოკლეს დროში მიიღოთ ზომები, რათა სასწრაფოდ დადგინდეს მელორ ვაჩნაძის ზუსტი დიაგნოზი და ჩაუტარდეს შესაბამისი მკურნალობა იმ დაწესებულებაში, რომლის პროფილის დიაგნოზიც იქნება დასმული“, - მიმართავენ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები ხათუნა კალმახელიძეს.

„გთხოვთ, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში, უმოკლეს დროში მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება. როგორც უფლებადამცველებისათვის, ასევე თქვენთვის არაერთი მაგალითი და ფაქტია ცნობილი, რომ მსგავს შემთხვევებში ციხის თანამშრომლები უმეტეს წილად უყურადღებობას იჩენენ, რაც პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად გართულების მიზეზი ხდება“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველს გაუგზავნეს.

სხვა ორგანიზაციებთან ერთად, მიმართვებს ხელს ადამიანის უფლებათა ცენტრიც აწერს.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC