მარჯანიშვილის მეტროს ახლადგადახურულ შესასვლელში წყალი ჩამოდის. აღმაშენებლის გამზირის ნაწილზე კი ქვის ფილები აიყარა. გასამაგრებელ სამუშაოებს მუშები გვიან ღამით ასრულებდნენ.
სამუშაოების ზედამხედველმა პირმა „პალიტრა ტვ“-სთან საუბარში განაცხადა, რომ ახლადდაგებული ფილების აყრა მის ნაჩქარევად გაკეთებას უკავშირდება.
ერთ-ერთი მუშის განცხადებით, კი ფილების აყრა წვიმამ გამოიწვია.
აღმაშენებლის განახლებული გამზირი მიხეილ სააკაშვილმა 23 ნოემბერს გახსნა.
ვიდეო
ფილების აყრა
პალიტრა.ტვ