კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არაპროპორციული სასჯელები ქართული სასამართლოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა

29 ნოემბერი, 2011

საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი განაჩენების დიდი ნაწილი ჩადენილი დანაშაულის არაპროპორციულია. ასეთ დასკვნამდე მიდიან დამოუკიდებელი იურისტები და პრაქტიკოსი ადვოკატები, რომლებსაც სასამართლო სისტემასთან ყოველდღიური შეხება აქვთ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველის“ აღმასრულებელი დირექტორმა მანანა კობახიძემ არაპროპორციულ სასჯელებზე 16 ნოემბერს, ბიოლის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და კონკრეტული საქმეც გაიხსენა.

„ძალიან ბევრ გახმაურებულ საქმეზე მომიწია მუშაობა. მე ვხედავ, თუ როგორ შეიძლება მართლმსაჯულება და სასამართლო მოკვდეს, როცა ამა თუ იმ საქმისადმი ხელისუფლებას აქვს თავისი ინტერესი და როცა ჩანს, რომ  პროკურატურა სასამართლო პროცესზე აშკარა დომინანტია“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.

მაგალითისთვის მანანა კობახიძემ დაასახელა ერთ დროს ძალიან გახმაურებული „კერესელიძის საქმე“, რომელსაც იგი წარადგენს სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა სასამართლოში. ირაკლი კერესელიძე მკვლელობისთვის არის მსჯავრდებული. თავიდან მას მისჯილი ჰქონდა სიკვდილით დასჯა. თუმცა, ვინაიდან სიკვდილით დასჯა გაუქმდა, ეს სასჯელი შეეცვალა იმდროინდელი სისხლის სამართლის კოდექსის უმაღლესი სასჯელით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთით. ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ სააპელაციო სასამართლომ კერესელიძეს 4 წლით ისე დაუმატა თავისუფლების აღკვეთა, პროცესზე არ მოწვეულა არც ერთი მხარე.

„ამ საქმეში პირველმა ინსტანციამაც დაუშვა შეცდომა, სააპელაციამაც და უზენაესმა სასამართლომაც. ცინიკურია, რომ კერესელიძეს დაუმძიმეს სასჯელი თავისივე საჩივრის საფუძველზე, სადაც იგი ჩიოდა, რომ მისი საპატიმრო ვადა არასწორად იყო ათვლილი. ეს ადამიანი უნდა ყოფილიყო გარეთ 2010 წლის სექტემბერში და გაუხანგრძლივეს სასჯელის მოხდა 2013 წლამდე“, - აღნიშნა მანანა კობახიძემ.

მარიამ ხურციძე

ახალი ამბები