კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ალა ჯიოევამ თავი სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტად გამოაცხადა

30 ნოემბერი, 2011

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტობის გამარჯვებულმა კანდიდატმა ალა ჯიოევამ თავი დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტად გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო „ეხო მასკვი“ იუწყება.

ჯიოევამ საგანგებო განცხადება 30 ნოემბერს გაავრცელა. განცხადებაში იგი ასევე აღნიშნავს, რომ დაიწყო სახელმწიფო საბჭოს ფორმირება, რომელიც ხელისუფლების „ლეგიტიმური ორგანოების“ შექმნამდე იმუშავებს.

ცხინვალში ჯიოევას მხარდამჭერების მიტინგია დაგეგმილი. ამავე დროს დაიწყება დე-ფაქტო უმაღესი სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობის აქცია.

მოქმედი დე-ფაქტო ხელისუფლება „ფერადი რევოლუციის“ საფრთხეზე საუბრობს. ამ თემაზე დე-ფაქტო გენერალური პროკურორის მოვალეობის შემრულებელი ელდარ კოკოევი საუბრობს.

კოკოევის თქმით, ყველა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მათ შორის ოპოზიციონერ ალა ჯიოევას ამგვარი ქმედება აღიკვეთება. მისივე შეფასებით, ალა ჯიოევა სამართლებრივ ველს გასცდა და ეს ყველაფერი „ფერადი რევოლუციის“ სცენარს ჰგავს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო უმაღლესმა სასამართლომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 29 ნოემბერს არშემდეგარად გამოაცხადა. დე-ფაქტო სასამართლომ მეორე ტურში გამარჯვებულ კანდიდატს ალა ჯიოევას მისი მომხრეეების მიერ ჩადენილი დარღვევების გამო ხელახალ არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა. დე-ფაქტო პარლამენტმა ხელახალი დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის 25 მარტისთვის დანიშნა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 27 ნოემბერს გაიმართა. დე-ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში ალა ჯიოევამ გაიმარჯვა. ჯიოევას კონკურენტი ანატოლი ბიბილოვი დამარცხებას არ აღიარებს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები