15:20, Tuesday, 22.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პროკურატურა ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტებს არ იძიებს

30.11.2011

გელა მთივლიშვილი

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას ორი რეკომენდაციით მიმართა. ომბუდსმენი პროკურორისგან ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტების გამოძიებას ითხოვს. პროკურატურა ზეწოლის არცერთ ფაქტზე რეაგირებას არ ახდენს.

28 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, შეისწავლოს გაზეთ „ბათუმელების“ წარმომადგენლების მიერ მიწოდებული ინფორმაცია, საქმეზე ჭეშმარიტებისა და ეფექტური შედეგის დადგომის მიზნით.
 
გაზეთ „ბათუმელების” ინფორმაციით, 2011 წლის 20 ნოემბერს, გაზეთის დირექტორმა ქალბატონმა მზია ამაღლობელმა დაადგინა პიროვნება, რომელიც მათი გაზეთის საგამოძიებო ჯგუფის კოორდინატორს თედო ჯორბენაძეს აშანტაჟებდა. მათ გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, რომელმაც ადგილზე არანაირი წერილობითი დოკუმენტი არ შეადგინა.
 
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გაზეთ „ბათუმელების” წარმომადგენლებმა განცხადებებით მიმართეს საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორს და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს.
 
როგორც ცნობილია, 2009 წლის 25 ნოემბერს, გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტური გამოძიების კოორდინატორი თედო ჯორბენაძე, უცნობმა პირებმა ქალაქ ბათუმის შს განყოფილების შენობაში დაიბარეს. მას თან თანამშრომლები ახლდნენ. უცნობმა პირებმა თედო ჯორბენაძეს ანახეს შავ - თეთრი ფოტოები, რომლებზეც თითქოს  გამოსახული იყო თავად ჟურნალისტი. მოსთხოვეს მეორე დღეს მათთან შეხვედრა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ, სურათებისა და ვიდეოების გასაჯაროებით.
 
აღნიშნულ საქმეზე 2009 წლის 11 დეკემბერს საქმეზე არსებული მასალის შესწავლის შემდგომ, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა მთავარ პროკურორს და მოითხოვა საქმის შესწავლა. ამ საქმეზე ეფექტური გამოძიების რეკომენდაცია გაიცა ასევე საქართველოს სახალხო დამცველის 2010 წლის საპარლამენტო ანგარიშში.
 
„ჩვენს ხელთ არსებული ოფიციალური კორესპონდენციების თანახმად, 2010 წლის 18 თებერვალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო წინასწარი გამოძიება, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. სამწუხაროდ დღემდე თედო ჯორბენაძის მიმართ განხორციელებული ქმედების ფაქტზე გამოძიება არ არის დასრულებული“, - აღნიშნავს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში.

24 ნოემბერს, სახალხო დამცველმა პროკურატურისგან ჩემს მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტის გამოძიებაც მოითხოვა, თუმცა პროკურატურას რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენია.

ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია: „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის ინფორმაციით, 2011 წლის 6 ნოემბერს მან პირად ელექტრონულ ფოსტაზე კახეთის საოლქო პროკურატურის ყოფილი პროკურორისგან მუქარის წერილი მიიღო. ჟურნალისტი აღნიშნულ ფაქტს მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს. ამავე წლის 11 ნოემბერს გელა მთვლიშვილმა განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას. 2011 წლის 24 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი დაინტერესდა აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გატარებული ღონისძიებებით და გამოითხოვა დეტალური ინფორმაცია საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია საქართველოს პროკურატურამ გაატაროს სწრაფი და ეფექტური ღონისძიებები აღნიშნულ ფაქტზე ობიექტური გამოძიების წარმართვის მიზნით“.

მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში კომენტარს არ აკეთებენ, რატომ არ ახდენს პროკურატურა ადეკვატურ რეაგირებას ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტებზე.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC