კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი გმობს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეზოში ეროსი კიწმარიშვილისა და უცხო პირთა რაზმის შეჭრას

1 დეკემბერი, 2011

ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებით ადევნებს თვალს ტელეკომპანია „მაესტროს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. გაკვირვებას იწვევს ტელეკომპანიის მმართველი ჯგუფის - „რუსთავის მართვის კომპანიის“ ხელმძღვანელის, ამავდროულად „ქართული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, ეროსი კიწმარიშვილის დესტრუქციული მოქმედებები.

30 ნოემბერს დილის 07:15 საათზე ეროსი კიწმარიშვილი 10 უცნობ თანმხლებ პირთან ერთად გადაძვრა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეზოს ღობეზე, რის შემდეგაც მათ ჩაკეტეს ჭიშკარი და მოახდინეს შენობის ბლოკირება. ამის გამო რამდენიმე საათით შეწყდა „მაესტროს“ მაუწყებლობა და მაყურებელი ვეღარ იღებდა ინფორმაციას მიმდინარე მოვლენების შესახებ.

ტელევიზიის შენობაში ეროსი კიწმარიშვილისა და მისი თანმხლები უცნობი პირების შეჭრის შესახებ „მაესტროს“ დამფუძნებელმა აცნობა საპატრულო პოლიციას და სთხოვა დახმარება. ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა შენობაში უცხო პირების ყოფნა არ აღკვეთა. ტელეკომპანიის დამფუძნებლებს და თანამშრომლებს არ მიეცათ საშუალება, სრულყოფილად აღედგინათ მაუწყებლობა.  ჟურნალისტთა და ტექნიკური პერსონალის იმ ნაწილის საშუალებით, რომლებმაც ტელევიზიის შენობაში შესვლა მოახერხეს, მაუწყებლობა მხოლოდ ნაწილობრივ აღდგა. თანამშრომელთა ამ ჯგუფს დაკეტილი აქვს საეთერო ოთახი და ექსტრემალურ პირობებში ახორციელებენ მაუწყებლობას. ეროსი კიწმარიშვილი აცხადებს, რომ მან თანამდებობებიდან გაათავისუფლა ტელეკომპანიის დამფუძნებლები და თუკი ისინი ტელევიზიას არ დატოვებენ, ძალაყინის გამოყენებით შეამტვრევს იმ ოთახს, საიდანაც ამჟამად ხორციელდება მაუწყებლობა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი გმობს ეროსი კიწმარიშვილისა და მისი რაზმის შეჭრას დამოუკიდებელი ტელევიზიის შენობაში და მოუწოდებს მას, სასწრაფოდ დატოვოს ტელეკომპანიის ტერიტორია, მისცეს ჟურნალისტებს ნორმალური მუშაობის საშუალება. დაუშვებელია მსგავსი ძალადობრივი მეთოდებით იმ კონფლიქტის გადაჭრა, რაც ტელეკომპანიის დამფუძნებლებსა და მმართველ ჯგუფს შორის არსებობს.

„მაესტრო“ არის დამოუკიდებელი ტელეკომპანია, რომელიც გამოირჩევა მაღალი ობიექტურობის ხარისხით. მაუწყებლობის შეფერხებით ირღვევა ათასობით მოქალაქის უფლებები.

მოვუწოდებთ ტელეკომპანიის დამფუძნებლებს, სამართლებრივი კონფლიქტი მოაგვარონ სხვა სივრცეში და ტელევიზიის ეთერი დაუთმონ ჟურნალისტებს.

მოვუწოდებთ საპატრულო პოლიციას, გაათავისუფლოს ტელეკომპანიის შენობა უცხო პირებისაგან და „მაესტროს“ სარედაქციო გუნდს აღუდგინოს სამუშაო პირობები.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები