კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

4 ადგილით წინ - კორუფციის აღქმის ინდექსის 2011 წლის შედეგები გამოქვეყნდა

2 დეკემბერი, 2011

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 2011 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის შედეგები გამოაქვეყნა. საქართველომ 182 ქვეყანას შორის 64-ე ადგილი დაიკავა და 10 მაქსიმალური ქულიდან 4.1 ქულა მიიღო.

საქართველოს შედეგი ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის შედეგზე უკეთესია. სლოვაკეთმა, იტალიამ, საბერძნეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა უფრო დაბალი ქულები მიიღეს.

ამ ბოლო რანგირების მიხედვით, რომელიც საჯარო სექტორში კორუფციის აღქმის დონეს განსაზღვრავს, საქართველომ 10-ბალიან სკალაზე (10 ქულა ძალიან სუფთას აღნიშნავს, ხოლო 0 ქულა - ძალიან კორუმპირებულს) 4.1 ქულა მიიღო. 2010 წელს საქართველოს ქულა  3.8 იყო და 178 ქვეყანას შორის 68–ე ადგილი ეკავა.

“2011 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსი“ აჩვენებს, რომ კორუფციის აღქმის დონე საქართველოში უფრო დაბალია, ვიდრე ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანაში, როგორიცაა სლოვაკეთი, იტალია, საბერძნეთი, რუმინეთი და ბულგარეთი. საქართველოში კორუფციის აღქმის დონე ასევე უფრო დაბალია, ვიდრე ხორვატიაში, რომელიც სულ მალე ევროკავშირის შემდეგი წევრი ქვეყანა გახდება და ბალკანეთის სხვა ქვეყნებში. თურქეთი 61–ე ადგილზეა (4.1 ქულით) და, შესაბამისად, საქართველოზე ოდნავ მაღლა დგას. საქართველოს სხვა მეზობელ ქვეყნებში კორუფციის აღქმის დონე ბევრად უფრო მაღალია: სომხეთი 129–ე ადგილზეა (2.6 ქულით), რუსეთი და აზერბაიჯანი კი 143–ე ადგილს ინაწილებენ (2.4 ქულით)“, - განაცხადეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“.

კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალი დონე აქვთ ახალ ზელანდიას, დანიას, ფინეთს, შვედეთსა და სინგაპურს. რანგირებაში ბოლო ადგილები დაიკავეს უზბეკეთმა, ავღანეთმა, მიანმარმა, ჩრდილოეთ კორეამ და სომალიმ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები