კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მითხარით, რით ხართ ქართველებზე უკეთესი?!“ - მიმართა თედეევმა რუს გენერლებს

2 დეკემბერი, 2011

თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ჯამბულატ თედეევმა რუსეთის ფედერაცია უშიშროების თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ დატოვა. ამის შესახებ ერთ-ერთი ცხინვალური ოპოზიციური ვებგვერდი იუწყება.

ვებგვერდის ინფორმაციით, რუსეთიდან წასვლამდე თედეევი უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში დაიბარეს. სამ გენერალთან და ერთ პოლკოვნიკთან შეხვედრაზე იგი მარტო იმყოფებოდა. გენერლებმა თედეევს შეახსენეს, რომ სიკვდილს გადაარჩინეს, ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან უსაფრთხოდ გამოიყვანეს და ედუარდ კოკოითი შეეჩერეს. თედეევს ასევე დაემუქრნენ, რომ სამშობლოს ღალატში დასდებდნენ ბრალს. უშიშროების სამსახურმა მისგან ალა ჯიოევასთვის მხარდაჭერისა და კოკოითი-ბიბილოვითან დაპირისპირების შეწყვეტა მოითხოვა.

პასუხად თედეევმა განაცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში ანტირუსულად განწყობილი პოლიტიკოსები არ არიან და ალა ჯიოევა ოს პოლიტიკოსებს შორის ყველაზე გამოჩენილია. მას ასევე მიაჩნია, რომ ჯიოევა არ შეარცხვენს რუსეთის პოლიტიკას საჯაროდ, როგორც ეს კოკოითიმ გააკეთა. ჯიოევას მთავარმა მხარდამჭერმა ასევე აღნიშნა, რომ იგი არავის გადაურჩენია და ცხინვალი მაშინ დატოვა, როცა თავად გადაწყვიტა.

თედეევმა უშიშროების გენერლებს ასევე განუცხადა, რომ სამშობლოს ღალატს ვერ დააბრალებენ, რადგან ორი სამშობლო აქვს – სამხრეთ ოსეთი და რუსეთი და ორივესთვის მას და მის ახლობლებს ბევრი უბრძოლიათ.

"მითხარით, რით ხართ ქართველებზე უკეთესი – თქვენც ჩვენი ხალხის დაჩოქება გინდათ და ამის წინააღდეგ სამხრეთ ოსეთის ხალხი უკვე 20 წელია, იბრძვის და იბრძოლებს, სანამ ცოცხალია. ჩვენ დაჩოქილი სიცოცხლე არ შეგვიძლია და ჩვენი არჩევანისთვის მთელი ხალხი იბრძოლებს. თქვენ კი ყველაფერს ისე აკეთებთ, რომ ოსებს უკვე შეურყიეთ რუსეთთან ყოფნის სურვილი. ნაწილი უკვე ფიქრობს, რომ რუსეთს და საქართველოს ერთნაირად უნდათ ეს ტერიტორია ოსი ხალხის გარეშე", - განაცხადა თედეევმა უშიშროების გენერლებთან შეხვედრაზე.

თედეევმა უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებს მისი დაპატიმრებაც შეთავაზა, თუმცა ამაზე უარი მიიღო. მან რუსეთის ტერიტორია რამდენიმე მეგობართან ერთად დატოვა. თედეევის გარემოცვა ვარაუდობს, რომ სამშბოლოს ღალატში ვერ დაადანაშაულებენ და შესაძლოა, მისი მოკვლა სცადონ.

ჯამბულატ თედეევი ალა ჯიოევას მთავარი მხარდამჭრია. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში ჯიოევას გამარჯვების აღიარების მოთხოვნით ცხინვალში უკვე მესამე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები