კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აქცია პარლამენტის წინ ბელარუსი პოლიტპატიმრის მხარდასაჭერად

აქცია პარლამენტის წინ ბელარუსი პოლიტპატიმრის მხარდასაჭერად

ხვალ, 1 დეკემბერს, 15:00 საათზე ადამიანის უფლებათა ცენტრი პარლამენტის წინ გამართავს საპროტესტო აქციას და სოლიდარობას გამოუცხადებს ბელარუს უფლებადამცველს, პოლიტპატიმარ ალეს ბიალიაცკის. აქციას მხარს უჭერს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები.

წინა ხუთშაბათს, 24 ნოემბერს მინსკის სასამართლომ ადამიანის უფლებათა საერთაშრისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, უფლებადაცვით ცენტრ „ვესნას“ პრეზიდენტს, ალეს ბიალიაცკის მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით, სასჯელის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით, ქონების კონფისკაციით.

სახელმწიფო ბრალდება ცნობილ უფლებადამცველს გასნაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების დამალვას ედავება.

ალეს ბიალიაცკი 2011 წლის 4 აგვისტომდე, ვიდრე მას დააპატიმრებდნენ, აქტიური უფლებადაცვითი საქმიანობით იყო დაკავებული. მისი მოღვაწეობა სრულიად ღია და გამჭვირვალე იყო. ძირითადად იცავდა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა უფლებებს.

მტკიცებულებების არქონის მიუხედავად, ალეს ბიალიაცკის ბრალი ბელორუსის სუკ-ის მიერ პროვოცირებული მეთოდებით წაუყენეს, რომლის მიზანიც იყო ორგანიზაცია „ვესნას“ და  ბიალიაცკის უფლებადაცვითი საქმიანობის შეწყვეტა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მედიას, ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია დემოკრატიული ღირებულებები და ადამიანის უფლებები, შეუერთდნენ პარლამენტის წინ დაგეგმილ სოლიდარობის აქციას.

ადამიანის უფლებათა ცენტრი