კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„თავისუფლება ალეს ბიალიაცკის!“ - სოლიდარობის აქცია პარლამენტის წინ

2 დეკემბერი, 2011

მარიამ ხურციძე

1 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის წინ ადამიანის უფლებათა ცენტრმა საპროტესტო აქცია გამართა, რითაც სოლიდარობა გამოუცხადა ბელორუს უფლებადამცველს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე პრეზიდეტ ალეს ბიალიაცკის. აქციას მხარი დაუჭირეს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრმა ორგანიზაციებმა.

2011 წლის 24 ნოემბერს, მინსკის სასამართლომ ალეს ბიალიაცკის 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ქონების კონფისკაციითა და სასჯელის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. უფლებადაცვით ცენტრ „ვესნას“ პრეზიდენტს  ბრალად დიდი ოდენობით გადასახადების დამალვა ედება.

აქციაზე ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ იგი სოლიდარობას უცხადებს ალეს ბიალიაცკის და ასევე სხვა უფლებადამცველებს ბელარუსში. „ჩვენ აქ, უბრალოდ, მოვითხოვთ, რომ გაანთავისუფლონ ალეს ბიალიაცკი, რადგან იგი უკანონოდ არის დაპატიმრებული. ალეს ბიალიაცკის მხარდასაჭერი აქციები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ტარდება. ჩვენ ამ გზით და ჩვენ ხელთ არსებული ყველა მეთოდით ვცდილობთ, მოვახდინოთ ზეწოლა ბელორუსის ხელისუფლებაზე.

ალეს ბიალიაცკის მოღვაწეობა სრულიად ღია და გამჭვირვალე იყო. ძირითადად იცავდა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა უფლებებს. მტკიცებულებების არქონის მიუხედავად, ალეს ბილიაცკის ბრალი ბელორუსის სუკ–ის მიერ პროვოცირებული მეთოდებით წაუყენეს, რომლის მიზანიც იყო ორგანიზაცია „ვესნას“ და ბიალიაცკის უფლებადაცვითი საქმიანობის შეწყვეტა.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ბელორუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს, ბიალიაცკის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. მოთხოვნას ხელს აწერენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აქციაზე წარმოდგენილი იყო ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს სახელდახელოდ მომზადებული ფიტული, რომლის წინ ადამიანის უფლებათა ცენტრის ვიდეოპორტალის hridc.tv-ს რედაქტორმა, გიორგი ჯანელიძემ წაიკითხა უფლებადამცველთა მიმართვის ტექსტი.

„მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ მოუხსნათ ბრალდება და პატიმრობიდან უპირობოდ გაათავისუფლოთ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და უფლებადაცვითი ცენტრის „ვესნას“ პერზიდენტი, ბატონი ალეს ბიალიაცკი“, - ნათქვამია ლუკაშენკოსადმი საქართველოს უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვაში.

უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ ბიალიაცკი გახდა უკანონოდ არის დაპატიმრებული. ბელარუსის ხელისუფლებას დაქვემდებარებულმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა მის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია გააჩაღეს, რაც ცნობილი უფლებადამცველისთვის ხალხის მტრის იარლიყის მიწებებას ისახავდა მიზნად.

ახალი ამბები