კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტპატიმარ ანზორ მეზვრიშვილის უფლებები სისტემატიურად ირღვევა

5 დეკემბერი, 2011

მარიამ ხურციძე

პოლიტპატიმარი ანზორ მეზვრიშვილი, სასჯელს რუსთავის 17-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის. მის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელი, ნინო ანდრიაშვილი იცავს.

მიმდინარე წლის ოქტომბერში ანზორ მეზვრიშვილს ძმა დაეღუპა. საქართველოს კანონმდებლობით მას ჰქონდა უფლება, წერილობით მიემართა ციხის დირექტორისთვის და ეთხოვა, მიეცათ უფლება საკუთარი ძმის დაკრძალვაზე მისულიყო.

ანზორ მეზვრიშვილმა მართლაც მიმართა წერილობით ციხის უფროსს, ლაშა ბრეგვაძეს. თუმცა, პატიმარს წერილის რეგისტრაციის ნომერი არ მისცეს. გაურკვეველია, საერთოდ მივიდა თუ არა მისი მიმართვა ადრესატამდე, რადგან დღემდე პასუხი არ მიუღია.

2 ნოემბერს პატიმარმა რუსთავის 17-ე სასჯელაღსრულების დაწესებულების უფროსს, ლაშა ბრეგვაძეს კიდევ ერთხელ მიმართა წერილობით და სთხოვა, პასუხი გაეცათ, რატომ არ მიეცა უფლება, საკუთარ ძმის დაკრძალვაზე მისულიყო. პატიმარმა ვერც ამ წერილზე მიიღო რეგისტრაციის ნომერი.

ანზორ მეზვრიშვილი ასაკოვანია და გულის პრობლემები აქვს, ასევე აწუხებს ჰიპერტონია. მან მოამზადა თავისი უფლებების დარღვევებზე ვრცელი წერილი, რითაც ამერიკის საელჩოს მიმართავდა.

როგორც პატიმარმა ნინო ანდრიაშვილს აცნობა, სოციალურმა მუშაკმა მას უბრძანა, დაეხია აშშ-ს საელჩოსადმი მომზადებული წერილი. რამდენიმე დღის შემდეგ კი ადმინიატრაციასთან დაახლოებული პატიმრების პირით შეუთვალეს, შეეწყვიტა საჩივრების წერა, თორემ გაანადგურებდნენ.

ადვოკატმა ნინო ანდრიაშვილმა წერილობით მიმართა სასჯელაღსრულების სამინისტროს და რუსთავის # 17-ე სასჯელაღსულების დაწესებულების უფროსს, ლაშა ბრეგვაძეს ანზორ მეზვრიშვილის უფლებების  დარღვევების შესახებ.

„მისი უფლებები ირღვევა ყოველ დღე, მასთან აღარ შეაქვთ გაზეთები. ჩვენ ადმინისტრაციისგან მოვითხოვთ, შეწყვიტონ პატიმრის დევნა, უპასუხონ მის წერილებს და საშუალება მისცენ, ისარგებლოს კანონით დადგენილი უფლებებით“, - ამბობს ნინო ანდრიაშვილი.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები ამ კოდექსით დადგენილი წესით. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილების მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე მისი წერილების ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია.

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პატიმარი ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს სატელეფონო საუბრებით და მიმოწერით. განსაკუთრებულ პირად გარემოებებთან დაკავშირებით, საპატიმროს ადმინისტრაციამ მსჯავრდებულს შეიძლება უფლება მისცეს, დროებით დატოვოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, თუკი მიღებულია სარწმუნო ცნობა მისი ახლო ნათესავის გარდაცვალების ან სიცოხლისათვის საშიში ავადმყოფობის თაობაზე.

ანზორ მეზვრიშვილი პარტია „სამართლიანობის“ წევრია და 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დააკავეს. უფლებადამცველების მიერ იგი აღიარებულია პოლიტპატიმრად.

ახალი ამბები